ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 120. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება და გარიგების ბათილობა

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

სულხან კაპანაძე

1.მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.

2.აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამ ოქმის საფუძველზე ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

3.მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენს ეძლევა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

4.მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

5.მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობის საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ამ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების მარეგისტრირებელ შესაბამის ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.

7.მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-252(კ-19)2020-05-2143
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მუნიციპალური მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და გასხვისების აქტებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა

    დავა შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორი მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას და ერთ-ერთი ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებული აქტებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ გამოსაკვლევია, განეკუთვნება თუ არა სადავო ნაკვეთები საჯარო მიზნებისთვის განკუთვნილ და განუსხვისებელ მუნიციპალურ ქონებას. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე უნდა შეაფასოს საკრებულოს კომისიის პოზიცია და საკასაციო ეტაპზე წარმოდგენილი, დავისთვის შესაძლო არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    მუნიციპალური მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და ერთ-ერთი ნაკვეთის გასხვისების აქტებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა

    დავა შეეხებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ორი მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანასა და ერთ-ერთი ნაკვეთის გასხვისებას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები და ყურადღება გაამახვილა ნაკვეთების სატრანსპორტო ზონაში მდებარეობასა და მუნიციპალიტეტის ძირითადი ქონების გასხვისების შეზღუდვაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის არც ერთ საფუძველს. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ოქტ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3¹1945²10119118¹127¹118²118115121311120
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა