1.ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს – სასამართლო.
2.ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის სასამართლოში განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა.
[ 1. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებებს – სასამართლო.
2.ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის სასამართლოს მიერ განხილვის დაწყების საფუძველია მისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
3. სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის არსებობის შესახებ.
3¹.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულება ან იურიდიული პირი, ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია უცხოელთან არსებული შრომითი ურთიერთობის შესახებ.
3².საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს შრომითი მიგრანტების შესახებ ინფორმაცია.
4.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო დაიწყებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას, თუ ცნობილი გახდა უცხოელის საქართველოდან გაძევების ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობა და ამ ორგანოს ექნება შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უცხოელს მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის უფლება.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს – სასამართლო.
2. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის სასამართლოში განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა.
[1. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებებს – სასამართლო.
2. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის სასამართლოს მიერ განხილვის დაწყების საფუძველია მისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა.(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
3. სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის არსებობის შესახებ.
31. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულება ან იურიდიული პირი, ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია უცხოელთან არსებული შრომითი ურთიერთობის შესახებ.
32. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს შრომითი მიგრანტების შესახებ ინფორმაცია.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო დაიწყებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას, თუ ცნობილი გახდა უცხოელის საქართველოდან გაძევების ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობა და ამ ორგანოს ექნება შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უცხოელს მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის უფლება.
საქართველოს 2016 წლის 1დეკემბრის კანონი№46- ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი№865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803– ვებგვერდი, 29.06.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
8 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…სისხლის სამართლის სფერ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა