უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 53. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე.

3.უცხოელს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 56 1 მუხლით დადგენილი წესით. ამ გადაწყვეტილებაში მოკლედ მიეთითება ინფორმაცია მისი საქართველოდან გაძევების, საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის ან მისი საქართველოდან გაძევების გადავადების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ეს გადაწყვეტილება უნდა ითარგმნოს უცხოელისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს.

4.გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) უცხოელის საქართველოში კანონიერად ცხოვრების ხანგრძლივობას, საქართველოსთან მის პირად, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებს; ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპს, უცხოელის ოჯახისათვის ან მასთან მუდმივად მცხოვრებ სხვა პირთათვის მოსალოდნელ შედეგებს; გ) მიმღებ სახელმწიფოსთან უცხოელის სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა კავშირებს.

5.უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განსახილველად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად უცხოელთან ტარდება გასაუბრება. ამ გასაუბრების ჩატარების თარიღი უცხოელს ეცნობება 2 სამუშაო დღით ადრე, ამ კანონის 56 1 მუხლით დადგენილი წესით. მას გასაუბრების ჩატარების დრო შეიძლება დამატებით ეცნობოს ტელეფონით, რის შესახებაც დგება შესაბამისი სატელეფონო გასაუბრების ოქმი.

6.უცხოელთან გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება წერილობით ფიქსირდება და ეს მასალები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ინახება უცხოელის პირად საქმეში.

7.უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე. 3. უცხოელს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 56 1 მუხლით დადგენილი წესით. ამ გადაწყვეტილებაში მოკლედ მიეთითება ინფორმაცია მისი საქართველოდან გაძევების, საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის ან მისი საქართველოდან გაძევების გადავადების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ეს გადაწყვეტილება უნდა ითარგმნოს უცხოელისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს. 4. გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) უცხოელის საქართველოში კანონიერად ცხოვრების ხანგრძლივობას, საქართველოსთან მის პირად, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებს; ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპს, უცხოელის ოჯახისათვის ან მასთან მუდმივად მცხოვრებ სხვა პირთათვის მოსალოდნელ შედეგებს; გ) მიმღებ სახელმწიფოსთან უცხოელის სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა კავშირებს. 5. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განსახილველად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად უცხოელთან ტარდება გასაუბრება. ამ გასაუბრების ჩატარების თარიღი უცხოელს ეცნობება 2 სამუშაო დღით ადრე, ამ კანონის 56 1 მუხლით დადგენილი წესით. მას გასაუბრების ჩატარების დრო შეიძლება დამატებით ეცნობოს ტელეფონით, რის შესახებაც დგება შესაბამისი სატელეფონო გასაუბრების ოქმი. 6. უცხოელთან გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება წერილობით ფიქსირდება და ეს მასალები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ინახება უცხოელის პირად საქმეში. 7. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი  №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 8 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²380¹21¹²²21¹²⁴21¹²⁵31¹307¹3456¹56525873¹53
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა