1.დაუშვებელია საქართველოდან გაძევებულ იქნეს:
ა) უცხოელი, რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ბ) უცხოელი, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;
ბ 1 ) უცხოელი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში;
გ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა;
[ გ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა სასამართლოს მიერ მიღებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებისა ან ადმინისტრაციული სახდელის ან სასჯელის სახედ განსაზღვრული უცხოელის საქართველოდან გაძევებისა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირი.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების საქართველოდან გაძევება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს განსაკუთრებული ზიანი ადგება.
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2705 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №779 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაუშვებელია საქართველოდან გაძევებულ იქნეს:
ა) უცხოელი, რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ბ) უცხოელი, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;
ბ1) უცხოელი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში;
გ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა;
[გ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა სასამართლოს მიერ მიღებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებისა ან ადმინისტრაციული სახდელის ან სასჯელის სახედ განსაზღვრული უცხოელის საქართველოდან გაძევებისა;(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების საქართველოდან გაძევება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს განსაკუთრებული ზიანი ადგება.
საქართველოს 2014წლის17 ოქტომბრისკანონი №2705 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს 2017 წლის4 მაისისკანონი№779- ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803– ვებგვერდი, 29.06.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
· გამოქვეყნდა 25 მაი. 2017
61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ¹“ ქვეპუნქტში გაძევების დაუშვებლობა ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლზე, განახლებული კანონისა და თავშესაფრის მითითებით; ფრაზა „პერიოდის განმავლობაში“ ჩანაცვლდა „პერიოდში“-ით.
· გამოქვეყნდა 31 ოქტ. 2014
61-ე მუხლის პირველი პუნქტის გაძევების დაუშვებლობის შემთხვევებს დაემატა „ბ¹“ ქვეპუნქტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უცხოელის შესახებ, სამართალწარმოების დასრულებამდე ან თავშესაფარში ყოფნის პერიოდში.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…არასრულწლოვანთა მართლმ…ადამიანით ვაჭრობის (ტრ…საქართველოს სისხლის სა…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა