უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 55. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოელს შეიძლება გადაუვადდეს საქართველოდან გაძევება 30 დღემდე ვადით: ა) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) შემთხვევაში; ბ) მისი ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში; გ) თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და თანმხლების გარეშე იმყოფება; დ) ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას; ე) თუ ფერხდება მიმღები სახელმწიფოს მიერ მისი გაძევებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოწოდება; ვ) თუ იქმნება არასრულწლოვანის თანმხლების გარეშე დარჩენის ან/და მის მიერ განათლების მიღების შეფერხების საშიშროება.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება არ შეიცვალა, უცხოელს საქართველოდან გაძევება შეიძლება გადაუვადდეს ერთჯერადად, 30 დღის ვადით.

3.უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო.

4.უცხოელს საქართველოდან გაძევება არ გადაუვადდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმღები სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხოელს შეიძლება გადაუვადდეს საქართველოდან გაძევება 30 დღემდე ვადით: ა) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) შემთხვევაში; ბ) მისი ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში; გ) თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და თანმხლების გარეშე იმყოფება; დ) ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას; ე) თუ ფერხდება მიმღები სახელმწიფოს მიერ მისი გაძევებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოწოდება; ვ) თუ იქმნება არასრულწლოვანის თანმხლების გარეშე დარჩენის ან/და მის მიერ განათლების მიღების შეფერხების საშიშროება. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება არ შეიცვალა, უცხოელს საქართველოდან გაძევება შეიძლება გადაუვადდეს ერთჯერადად, 30 დღის ვადით. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო. 4. უცხოელს საქართველოდან გაძევება არ გადაუვადდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმღები სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი  №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 8 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²380¹344¹21¹²⁴21⁸⁴21¹²²21¹²³31¹307¹51¹6048575673¹55
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა