ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 20. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ უცხოელთა სტატუსი და მათი რეპატრიაცია

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოელი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული, სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც ამ კანონით გათვალისწინებულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულისათვის.

2.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

3.დაუშვებელია მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში საქართველოდან იმ უცხოელის გაძევება, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული.

4.მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ბინადრობის მოწმობას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. ინფორმაცია, რომლითაც ხდება შუამდგომლობაში მითითებული პირის იდენტიფიცირება, საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გამჟღავნება ისჯება კანონით. შესაბამისი სახელმწიფო ორგანო აღნიშნული ინფორმაციის გასაიდუმლოების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

5.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული პირი გადაწყვეტს, სისხლის სამართლის პროცესში შესაბამის დანაშაულზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან, მას სისხლის სამართლის პროცესის ან/და სამოქალაქო პროცესის დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ბინადრობის მოწმობა. ამ პერიოდის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება აქვს იმუშაოს საქართველოს ტერიტორიაზე და ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი შრომითი უფლებებითა და გარანტიებით.

6.მოსაფიქრებელი ვადის გასვლის ან შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესის დასრულების შემდეგ სახელმწიფო იღებს სათანადო ზომებს უცხოელის, რომელიც არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული, უსაფრთხო დაბრუნებისათვის მისი წარმოშობის სახელმწიფოში.

7.შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესის დასრულების შემდეგ უცხოელს, რომელიც არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული, მისი თხოვნის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მიეცეს თავშესაფარი, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ წარმოშობის სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2021 – 3 აპრ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2021 – 1 სექ. 2021 ტექსტი უცნობია

  3. 26 ივნ. 2012 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  4. 22 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

  5. … – 22 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
143³143¹2221⁴141618536336166720
მნიშვნელობით ახლოსადამიანით ვაჭრობის (ტრ…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა