Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21¹²⁵

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹²⁵. მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

რედაქცია №111 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:წინასწარი სარჩელის უზრუნველყოფა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344²6

1.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას: ა) საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ; ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ; დ) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ.

2.უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა.

3.უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა.

4.მოსამართლე საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საკითხს ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს სათანადო შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. [ 4 1 . რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.

4².რაიონული (საქალაქო) სასამართლო მისთვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 5. მოსამართლეს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება უცხოელის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში განიხილავს.

6.საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას: ა) საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ; ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ; დ) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. 3. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა. 4. მოსამართლე საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საკითხს ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს სათანადო შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. [ 4 1 . რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს. 4 2 . რაიონული (საქალაქო) სასამართლო მისთვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 5. მოსამართლეს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება უცხოელის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში განიხილავს. 6. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
წინა მუხლი 21¹²⁴შემდეგი მუხლი 21¹²⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დროებითი შემაკავებელი ბრძანებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №111

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

უცხოელთა და მოქალა… 64უცხოელთა და მოქალა… 65

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁹მოსამართლის ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ
  • 21¹²⁹მოსამართლის ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ
  • 21¹²²უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 63²უცხოელისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და ბრძანების ჩაბარების წესი
  • 64²უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება
  • 64¹საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 10უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა
  • 9უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 14¹პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის საფუძველი და ფორმა
  • 33გადავადებული ექსტრადიცია და დროებითი გადაცემა
  • 34²პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 307¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁹21¹²⁹21¹²²307¹14¹3334²646563²64²64¹10921¹²⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026