1.უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისთანავე:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი საქართველოდან გასაძევებელ უცხოელთან დაკავშირებით დროებითი განთავსების ცენტრს გადასცემს უცხოელის შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, მათ შორის, მის სამგზავრო დოკუმენტსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტს;
ბ) მოწმდება უცხოელის პირადი ნივთები და ტარდება მისი პირადი დათვალიერება უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის შესაბამისად. უცხოელს ჩამოერთმევა ყველა ნივთი, რომელთა დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე შენახვაც ნებადართული არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიება;
გ) იგი გადის სამედიცინო შემოწმებას;
დ) ხდება მისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება.
2.საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას იხსნება მისი პირადი საქმე, რომელშიც შეტანილია ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც საფუძვლად უდევს უცხოელის დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია.
3.დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელს მისი უფლებები და მოვალეობები განემარტება მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისთანავე:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი საქართველოდან გასაძევებელ უცხოელთან დაკავშირებით დროებითი განთავსების ცენტრს გადასცემს უცხოელის შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, მათ შორის, მის სამგზავრო დოკუმენტსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტს;
ბ) მოწმდება უცხოელის პირადი ნივთები და ტარდება მისი პირადი დათვალიერება უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის შესაბამისად. უცხოელს ჩამოერთმევა ყველა ნივთი, რომელთა დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე შენახვაც ნებადართული არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიება;
გ) იგი გადის სამედიცინო შემოწმებას;
დ) ხდება მისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება.
2. საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას იხსნება მისი პირადი საქმე, რომელშიც შეტანილია ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც საფუძვლად უდევს უცხოელის დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულიინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია.
3. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელს მისი უფლებები და მოვალეობები განემარტება მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი№865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი№865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №20 · ძალაშია 8 ივლ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
17 მარ. 2014 – 8 ივლ. 2025მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…პენიტენციური კოდექსი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა