საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 29. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ნინო ლიპარტიამია ზოიძენინო ბაზიკოშვილი

1.სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის პერიოდში თავშესაფრის მაძიებელს აქვს მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება. ამ მოთხოვნას სამინისტრო თავშესაფრის მაძიებლის მიმართვის საფუძველზე განიხილავს.

2.მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება: ა) თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლები და წესი; გ) მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მიერ მიმღები ცენტრის დატოვების (მათ შორის, იძულებით) და მის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლები და წესი.

3.თავშესაფრის მაძიებელი/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი მისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი მიმღებ ცენტრს ტოვებს იძულების ღონისძიებების გამოყენებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, სასამართლოსთვის მიმართვისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების გარეშე.

5.თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს.

6.სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი განსახლდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. თავი V საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პროცედურა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁹21¹¹⁹21¹¹⁸1856666¹64²56650929
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…ქალთა მიმართ ძალადობის…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა