უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 3. ზოგადი პრინციპები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

მორის გიგაურიმია ზოიძეგიორგი ფანცულაია

უცხოელის საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა რეგულირდება შემდეგი პრინციპებით: ა) ნაცვალგების პრინციპი; ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპი; გ) დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი; დ) არგაძევების პრინციპი; ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი; ვ) უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილი არიან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ, მისი გადაკვეთის მიზეზისა და მიზნის გათვალისწინებით, გამოიყენონ შესაბამისი კანონები და წესები; თ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ შესაძლებელია მხოლოდ იმ შეზღუდვათა გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით; ი) უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, უფლება აქვს, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) უცხოელის საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვით; ლ) საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); მ) საქართველოში მყოფ უცხოელს შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით; ნ) უცხოელის საქართველოდან გაძევება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით; ო) სხვა სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე ვრცელდება ის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც დადგენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 8

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე უარის კანონიერება და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

    მოსარჩელე ითხოვდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე უარის ბათილად ცნობასა და ნებართვის გაცემას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კონტრდაზვერვის უარყოფითი დასკვნა თავისთავად არ არის უარის საკმარისი საფუძველი: სააგენტომ და სასამართლომ უნდა შეაფასონ მისი დასაბუთებულობა და კონკრეტული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახური ცხოვრების უფლებასა და არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესებს. საკასაციო სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის ბათილობა და ნებართვის გაცემის დავალება

    დავა ეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს უცხოელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და ამ ნებართვის გაცემის დავალებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უსაფრთხოების საფუძვლით უარი უნდა ეფუძნებოდეს რეალურ, საკმარისად სერიოზულ საფრთხეს და ინდივიდუალური გარემოებების პროპორციულ შეფასებას. სასამართლო კონტროლი საიდუმლო ინფორმაციის გაცნობასთან ერთად მისი შეფასებისა და საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების ვალდებულებასაც მოიცავს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის ბათილად ცნობა და ნებართვის გაცემის დავალება

    დავა ეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უსაფრთხოების საფუძვლით უარი საჭიროებს რეალური საფრთხის დასაბუთებას, პროპორციულობის შეფასებას და კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირებას. საიდუმლო ინფორმაციის არსებობა სასამართლოს არ ათავისუფლებს ქმედითი კონტროლისა და გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისგან. სასამართლომ სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სპეციალური ბინადრობის ნებართვაზე უარის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისათვის სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი წერილი თავისთავად არ ათავისუფლებს სააგენტოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერების ვალდებულებისაგან. კონკრეტულ საქმეში სააგენტოს არ ჰქონდა სათანადოდ შეფასებული საიდუმლო ინფორმაციის საფუძველი და არასრულწლოვანი შვილების ინტერესები. სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო უარი და სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე უარის ბათილად ცნობა და ნებართვის გაცემის დავალება

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელეს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე უარი ეთქვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული გარემოებები სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლიან ვარაუდს არ ქმნიდა და სათანადოდ არ იყო შეფასებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ოჯახის ერთიანობა. სასამართლოს განმარტებით, უსაფრთხოების და ოჯახური ცხოვრების ინტერესები ყოველ კონკრეტულ საქმეში უნდა შეპირისპირდეს და არც ერთს არ აქვს წინასწარ უპირატესობა. პალატამ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა უარის გადაწყვეტილება და სააგენტოს გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

  • დაუშვებლობა (T5)

    საქართველოში შემოსვლაზე უარისა და ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის შესახებ აქტების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეგვიპტის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმისა და ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ზოგადი ინფორმაცია შესაძლოა დამატებით გამოკვლევას საჭიროებდეს და ორგანომ საჯარო და კერძო ინტერესები, მათ შორის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, უნდა შეაფასოს. სასამართლომ დაადგინა, რომ არსებითი გარემოებები სათანადოდ არ იყო გამოკვლეული და შემოსვლაზე უარი სათანადოდ არ იყო დასაბუთებული. დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც აქტები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გაბათილდა და ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ხათუნა მაღლაკელიძე

ხათუნა მაღლაკელიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²31¹1230106 (და…4 (და…47514973¹83
მნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს სისხლის სა…სახელმწიფო საზღვრის რე…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს მოქალაქეებ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა