Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებმუხლი 29

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

მუხლი 29

რედაქცია №48 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სპორტული ორგანიზაციებიაზარტული თამაშებისპონსორობაციფრული მედია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1³1⁴2345

1.თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს თამაშობების მოწყობის ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე მოთამაშეთა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ბ) განახორციელოს გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია, შექმნას ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია; გ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარდგენილი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესის შესაბამისად; დ) მოთხოვნის შემთხვევაში მოთამაშეს მისცეს წერილობითი ცნობა მოგების მიღების შესახებ; ე) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით)/სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებულ ვადაში; ვ) საიდუმლოდ შეინახოს მოთამაშის მიერ მოგებული ან წაგებული თანხების თაობაზე მონაცემები და მათ შესახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ზ) დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის/სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები; თ) დროულად გადაიხადოს შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასური/საფასურები; ი) არ დაუშვას დამატებითი პირობების მოთხოვნა მოგებულ მოთამაშეზე მოგების გაცემისას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ი 1 ) არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა; კ) შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები; ლ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის/სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე; მ) ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციები განახორციელოს სპეციალიზებული საინკასაციო სამსახურების საშუალებით, თუ მისი ყოველთვიური შემოსავალი 10 000 ლარს აღემატება; ნ) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისას შემმოწმებელს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები და მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს სანებართვო პირობებთან დაკავშირებული, საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია (გარდა ლატარიის ორგანიზატორისა); ო) კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვის ან/და ოპერირების მიზნით შემოსავლების სამსახურს ან/და შერჩეულ პირს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია და უზრუნველყოს მათი დაშვება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე, აგრეთვე თამაშობების მოწყობისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ ნებისმიერ და ყველა მოწყობილობასთან, მოთხოვნის შემთხვევაში მიაერთებინოს ელექტრონული კონტროლისთვის საჭირო მოწყობილობები მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ, თამაშობების მოწყობისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ მოწყობილობებზე და მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს მის მიერ გამოყენებულ არსებით პროდუქციაში/მომსახურებაში არსებული ინფორმაცია; პ) სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისთვის, ლოტოსთვის, ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი და აღჭურვოს სათამაშო დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ავტომატური ვიდეოტექნიკით. ეს ვიდეოტექნიკა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ვიდეოჩაწერა სათამაშო დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში უნდა მიმდინარეობდეს სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე − მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლებიშესაბამისი ჩანაწერებით არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით; ჟ) ლატარიის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში უზრუნველყოს თითოეული მოთამაშის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (შემოწმება) ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის დაცვა; ს) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის გაცემული შესაბამისი ნებართვის მისაღებად წარდგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობებისა და შეთანხმებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესის შესაბამისად; ტ) აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე მოთამაშეთა ინტერესების დაცვა; უ) პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა უზრუნველყოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში; უ 1 ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები; უ 2 ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს ამ პირის ხელახალი ვერიფიკაცია; ფ) შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოვალეობები და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია; ქ) ლატარიის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანა და ამ ანგარიშიდან გატანა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ქ 1 ) თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ღ) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის წესისა და ვადის შესაბამისად.

1¹.ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის ნებართვისა) მფლობელი ვალდებულია თამაშობის მოწყობა/ორგანიზება განახორციელოს შერჩეული პირის მიერ მიწოდებული, შემოსავლების სამსახურის მიერ ავტორიზებული POS ტერმინალით. POS ტერმინალის ავტორიზაციის წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით. 1​ 2 . ლატარიის ორგანიზატორზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ზ“, „ი“−„კ“, „მ“, „ჟ“, „ს“, „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

1³.აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“, „კ“−„ო“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

1⁴.აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური. ამ საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.ლატარიის ორგანიზატორს, თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს ეკრძალება მოთამაშის მიერ ფსონის განსათავსებლად (დასადებად) მასზე სესხის გაცემა.

3.ლატარიის ორგანიზატორს, თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს ეკრძალება არასრულწლოვან პირთან შრომითი ხელშეკრულების დადება, რომლითაც ამ პირს ევალება თამაშობის ჩატარების ადგილზე მუშაობა, აგრეთვე თამაშობის ორგანიზების ან ჩატარების კონტროლი.

4.თამაშობის ორგანიზატორი, რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლისგან იღებს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას, ვალდებულია ამ თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიღებამდე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს მოსთხოვოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა და არ დაუშვას თავის საქმიანობაში ისეთი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების გამოყენება, რომელიც აღნიშნული ნებართვის მფლობელი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ არ არის მიწოდებული.

5.ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს  ამ კანონითა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5385 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5616 – ვებგვერდი, 24.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1083 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1185 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №44 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2022 – 1 მარ. 2022 ტექსტი უცნობია

  3. 28 ივლ. 2020 – 1 სექ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2024· გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  2. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
  3. 1 თებ. 2022· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2021
  4. 1 სექ. 2021· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020
  5. 1 მარ. 2020· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2019
  6. 17 ივნ. 2016
  7. 1 მაი. 2012· გამოქვეყნდა 27 აპრ. 2012

    მოთამაშეებზე ფსონის დასადებად სესხის გაცემის აკრძალვის ნორმაში ორგანიზატორის აღმნიშვნელი ფორმულირება ახლებურია: „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი“ — დაემატა „ან/და“ და მრავლობითი „თამაშობების“ ერთობითი „თამაშობის“-ით შეიცვალა.

  8. 3 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2011

    29-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა ორგანიზატორის ახალი ვალდებულებები სისტემურ-ელექტრონული თამაშობისა და ტურნირისთვის, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტებში ამოღებულია სიტყვა „სხვა“.

  9. 1 სექ. 2007· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    29-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ლ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად 10 000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავლის მქონე ორგანიზატორი ფულის გადაზიდვას საინკასაციო სამსახურით ახორციელებს.

  10. 3 იან. 2006· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2005

    29-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით საქმიანობაშეწყვეტილი სამორინე საქმიანობის განახლებამდე თავისუფლდება მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-20 მუხლის ვალდებულებებისგან.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვიდეო თამაშების სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აზარტული თამაშების სამართალისერვისის გვერდი
  • კიბერსპორტის სამართალისერვისის გვერდი
  • ლატარიის რეგულაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №48

  • 10 ცვლილება · ბოლო 24 თებ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 18 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 37¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 16
  • 16¹
  • 31

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

  • 6მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 105¹ (დანართი 1)აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას ნებართვის გადაცემა
  • 99 (დანართი 1)სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემა
  • 33² (დანართი 1)სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის  შევსება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 14დაცვითი ორგანიზაციის მოვალეობები

მაუწყებლობის შესახებ

  • 70ანგარიშვალდებულება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 176(ამოღებულია)
  • 176⁵დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება

ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ

  • 4ინვესტორის ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
146176176⁵37¹1616¹3170105¹ …99 (დ…33² (…429
მითითებამნიშვნელობით ახლოსლატარიების, აზარტული დ…სათამაშო ბიზნესის მოსა…გადასახადების ადმინისტ…კერძო დაცვითი საქმიანო…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №48 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026