Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებმუხლი 20¹

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

მუხლი 20¹

რედაქცია №48 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აზარტული თამაშებიღონისძიების ორგანიზება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.(ამოღებულია - 09.02.2023, №2584) .

2.სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას. 2 ​ 1 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა შემოსავლების სამსახურს აწვდის აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც აგრეთვე უთითებს აზარტული ტურნირის ჩატარების ადგილს, აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას, აზარტულ ტურნირში მონაწილეობის საფასურის ოდენობას ან/და მომსახურების საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში) ოდენობას.

3.(ამოღებულია - 09.02.2023, №2584 ).

4.სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და  სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის/ცვლილების შემთხვევაში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში ცვლილების შეტანამდე 2 სამუშაო დღით ადრე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის/მისამართების შესახებ.

5.სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი მის მიერ გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში).

6.სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი მის მიერ გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში), ხოლო სათამაშო აპარატების ცვლილების შემთხვევაში − თითოეულ სათამაშო აპარატში არსებული კონკრეტული თამაშის შინაარსის ავტორიზაციის სერტიფიკატი. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1822 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №48 · ძალაშია 3 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 28 ივლ. 2020 – 1 სექ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 ივლ. 2026

    მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებები გავრცელდა სამორინისა და სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელებზე.

  2. 1 ივნ. 2024· გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  3. 1 სექ. 2021· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020
  4. 1 მაი. 2012· გამოქვეყნდა 27 აპრ. 2012

    20¹ მუხლის მე-2 პუნქტში მაგიდების რაოდენობა ახლა კლუბის მაგიდებს ეხება და დაემატა 2¹ პუნქტი კლუბის ტურნირის შესახებ ინფორმაციის წარდგენაზე.

  5. 3 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2011

    ახალი 20¹ მუხლი ადგენს შემოსავლების სამსახურისთვის სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესის თანხმობისთვის წარდგენის, ტურნირისა და სალაროს მისამართის შესახებ ინფორმაციის 2 სამუშაო დღით ადრე წარდგენის ვალდებულებებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საკონცერტო სივრცის იჯარა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაზინოსა და აზარტული თამაშების ლიცენზირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №48

  • 5 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2026
  • 9 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 21
  • 19
  • 19¹

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 93 (დანართი 1)აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის , სისტემურ - ელექტრონული ფორმით აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან / და აზარტული ან / და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა
  • 105¹ (დანართი 1)აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას ნებართვის გადაცემა
  • 95 (დანართი 1)სანებართვო მოწმობის გაცემა

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

  • 6მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი
  • 4მოსაკრებლის ობიექტები
  • 5მოსაკრებლის განაკვეთები

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 36ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მოქმედების ვადა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 64აზარტული თამაშობის მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვა

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

  • 9სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
93664528211919¹93 (დ…105¹ …95 (დ…6420¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსლატარიების, აზარტული დ…გადასახადების ადმინისტ…სათამაშო ბიზნესის მოსა…სამეწარმეო საქმიანობის…ბავშვის უფლებათა კოდექ…სალიცენზიო და სანებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №48 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026