„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
მუხლი 13. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები
1. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები არიან: ა) საქართველოს მთავრობა; ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ბ 1 ) (ამოღებულია - 05.07.2018, №3027); გ) (ამოღებულია); დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ვ) (ამოღებულია); ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; თ) (ამოღებულია); ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300 საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 01.03.2012წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1677 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ.
