სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 7 (დანართი 1). ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 8 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: ა) საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური დიპლომატიური მიზნების ფარგლებში; ბ) ნებართვის მაძიებელი, რომელიც ახდენს პროდუქციის ექსპორტს ან იმპორტს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებისათვის ან მისი მოთხოვნით; გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (გარდა ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის)  იმპორტიორი; დ) ექსპორტის ნებართვის მაძიებელი ევროკავშირის ან ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც საბრძოლო მასალა (თანმხლები ტექნიკური დოკუმენტაციით) ესაჭიროებათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და მასზე საკუთრების უფლება მოიპოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე; ე) ექსპორტის ნებართვის მაძიებელი ქვეყნის სახელმწიფო ორგანო, რომელსაც სამხედრო პროდუქცია გადაეცა მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ან/და სამეცნიერო კვლევისა და შეფასების მიზნით, ამგვარი პროდუქციის განკარგვისათვის დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე; ვ) საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის განმახორციელებელი, თუ ტრანზიტი ხორციელდება ევროკავშირის ან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ორგანოების ინიციატივით ან ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №675 - ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ივლისის დადგენილება №423 – ვებგვერდი, 10.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის დადგენილება №324 – ვებგვერდი, 07.07.2021წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №398 – ვებგვერდი, 12.08.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 12 აგვ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 მარ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5568 (დ…1215205 (და…4¹ (დ…4 (და…202200637 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო და ორმაგი დან…სამხედრო და ორმაგი დან…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საკონსულო მოსაკრებლის …ნარჩენების იმპორტის, ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა