1.ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) კომისიის რეკომენდაციის მოქმედების შეჩერება ან/და გაუქმება; ბ) ნებართვის გაცემის საფუძვლების არქონა.
1¹.გარდა პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია, თუ: ა) ნებართვის მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; ბ) ნებართვის მაძიებელი დეპორტირებულია სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან/და იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო და ამ დანაშაულის საქართველოში ჩადენის შემთხვევაში იარსებებდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნებართვის მაძიებელმა სხვა სახელმწიფოში ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც საქართველოში ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის და მისი ჩამდენი პირის მიმართ იარსებებდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; დ) ნებართვის მაძიებელი ბრალდებულია (გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ნებართვის მაძიებელს ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული (გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 126 1 და 137-ე − 139-ე მუხლებით, 142 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 142 2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე − 143 2 მუხლებით, 143 3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე – 144 3 , 147-ე, 149-ე − 151 1 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2 – მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე – 227-ე მუხლებით, 227 1 მუხლის მე-2 – მე-5 ნაწილებით, 227 2 მუხლით, 227 3 მუხლის მე-2 – მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე – 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 255 1 , 256-ე, 257-ე, 259 2 და 259 5 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 322 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 322 2 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331 2 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 344 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 353 1 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2 – მე-4 ნაწილებით, 378-ე, 378 1 , 379-ე, 381 1 , 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში; ე) ნებართვის მაძიებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ სახდელის ვადა გასული არ არის; ვ) ნებართვის მაძიებელი პირის მიმართ გამოცემულია დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით.
1².ამ მუხლის 1 1 პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვების მაძიებელ უცხო ქვეყნის რეზიდენტზე.
2.ნებართვის შეჩერების საფუძვლებია: ა) ნებართვის მფლობელის განცხადება; ბ) რეკომენდაციის მოქმედების შეჩერება.
3.ნებართვის გაუქმების საფუძვლებია: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 60 1 და 61-ე მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები; ბ) ნებართვის მფლობელის განცხადება; გ) ვითარების შეცვლის გამო, ნებართვა ეწინააღმდეგება ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს; დ) ამ დებულების მე-4 და 4 1 მუხლებით, ასევე „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 3 1 და 3 2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გაუქმება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 მარტის დადგენილება №112 – ვებგვერდი, 17.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 09.09.2026წ.

