1.თავისუფალი ზონის შექმნა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა) წინასწარ განსაზღვრული ვადით.
2.დაინტერესებული პირის განცხადებისა და შესაბამისი გარანტიის წარდგენის საფუძველზე თავისუფალი ზონის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
3.თავისუფალი ზონა უნდა იყოს შემოსაზღვრული და შესაბამისად მონიშნული. თავისუფალ ზონაში უნდა განისაზღვროს შესასვლელი და გამოსასვლელი ადგილები, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქონლის სხვა ადგილებიდან შეტანა ან გატანა, და პერიმეტრის ზღუდე.
4.თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობას, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებს, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით.
5.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვას 5 წლის ვადით გასცემს შემოსავლების სამსახური. თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა:
ა) თავისუფალი საწყობი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით;
ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში ან არანაკლებ 5 წლის ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულებით მის მფლობელობაში არსებობდეს თავისუფალი საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა;
გ) წარდგენილ იქნეს საბაჟო გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავისუფალი საწყობის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუ პირველად წარდგენილი საბაჟო გარანტიის მოქმედების ვადა გადის, იგი ახლით უნდა შეიცვალოს;
დ) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თავისუფალი ზონის შექმნა და თავისუფალი საწყობის მოწყობა შესაძლებელია საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში ნავსადგურში ან აეროპორტში ანდა იმ სატრანსპორტო კვანძის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს საბაჟო საზღვარს.ნებისმიერთავისუფალიტერიტორიაზეზონის(გარდაშექმნასაქართველოსდაკანონმდებლობითთავისუფალიგანსაზღვრულისაწყობისდაცულიმოწყობატერიტორიებისა)გათვალისწინებულიაწინასწარ განსაზღვრული ვადით.2. დაინტერესებული პირის განცხადებისგანცხადებისა და შესაბამისი გარანტიის წარდგენის საფუძველზე თავისუფალი ზონის შექმნისა და თავისუფალი საწყობის მოწყობის შესახებშექმნის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.3. თავისუფალი ზონა ან თავისუფალი საწყობი უნდა იყოს შემოსაზღვრული და შესაბამისად მონიშნული. 4. თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში ან/და მის ნაწილში უნდა განისაზღვროს შესასვლელი და გამოსასვლელი,გამოსასვლელიადგილები, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქონლის სხვა ადგილებიდან შეტანა ან გატანა, და პერიმეტრის ზღუდე.
4.5.თავისუფალიზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობას, თავისუფალი ზონის შექმნისა და თავისუფალი საწყობის მოწყობისშექმნის პირობებს, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით.
5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვას 5 წლის ვადით გასცემს შემოსავლების სამსახური. თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა:
ა) თავისუფალი საწყობი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით;
ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში ან არანაკლებ 5 წლის ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულებით მის მფლობელობაში არსებობდეს თავისუფალი საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა;
გ) წარდგენილ იქნეს საბაჟო გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავისუფალი საწყობის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუ პირველად წარდგენილი საბაჟო გარანტიის მოქმედების ვადა გადის, იგი ახლით უნდა შეიცვალოს;
დ) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030ტექსტი უცნობია
1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010ტექსტი უცნობია
31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010ტექსტი უცნობია
1 იან. 2010 – 31 მარ. 2010ტექსტი უცნობია
19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
150-ე მუხლის მე-5 ნაწილში ნებართვის გამცემად დარჩა შემოსავლების სამსახური, ხოლო საბაჟო გარანტიის შეცვლის პირობა ახლებურად ჩამოყალიბდა — პირველად წარდგენილი გარანტიის ვადის გასვლისას იგი ახლით უნდა შეიცვალოს.