თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 5. საშეღავათო პირობები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2015

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინვესტორი თავისუფლდება: ა) თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროსთან თავსებადი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადით, ამ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში; ბ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

2.ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად − 1 ლარად, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.ამ კანონით დადგენილი შეღავათები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა, არ მოქმედებს, თუ ინვესტორი აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას.

4.ინვესტორის მიერ ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანის ან/და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მმართველი უფლებამოსილია მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა ამ ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6382 - ვებგვერდი, 15.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6376 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4599 - ვებგვერდი, 22.12.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინვესტორი თავისუფლდება: ა) თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროსთან თავსებადი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადით, ამ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში; ბ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. 2. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად − 1 ლარად, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. ამ კანონით დადგენილი შეღავათები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა, არ მოქმედებს, თუ ინვესტორი აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას. 4. ინვესტორის მიერ ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანის ან/და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მმართველი უფლებამოსილია მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა ამ ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6382 - ვებგვერდი, 15.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6376 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4599 - ვებგვერდი, 22.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 22 დეკ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 17 სექ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 15 ივნ. 2012

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
173943483295355
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავისუფალი ტურისტული ზ…ოლიმპიური მოძრაობის ხე…ნავთობისა და გაზის შეს…თავისუფალი ინდუსტრიული…საინვესტიციო საქმიანობ…ინვესტიციების სახელმწი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა