საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 151. თავისუფალ ზონასა და თავისუფალ საწყობში საბაჟო კონტროლის განხორციელება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის საზღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) კონტროლს ახორციელებს საბაჟო ორგანო.

2.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია: ა) განახორციელოს კონტროლი თავისუფალი ზონის ან თავისუფალი საწყობის პერიმეტრზე პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე; ბ) მოითხოვოს და მიიღოს თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები; გ) ნებისმიერ დროს დაათვალიეროს თავისუფალ საწყობში, აგრეთვე საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას თავისუფალ ზონაში შენახული საქონელი. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის საზღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) კონტროლს ახორციელებს საბაჟო ორგანო. 2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია: ა) განახორციელოს კონტროლი თავისუფალი ზონის ან თავისუფალი საწყობის პერიმეტრზე პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე; ბ) მოითხოვოს და მიიღოს თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები; გ) ნებისმიერ დროს დაათვალიეროს თავისუფალ საწყობში, აგრეთვე საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას თავისუფალ ზონაში შენახული საქონელი. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36 მუხლი 152. თავისუფალი საწყობის მფლობელის ვალდებულებები 1. თავისუფალი საწყობის მფლობელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საქონლის დაცვა და ხელი შეუწყოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, რისთვისაც საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად თავისუფალ საწყობში უსასყიდლოდ უნდა გამოუყოს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები; ბ) გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად თავისუფალი საწყობიდან საქონლის გატანის ან საქონლის დაკარგვის ანდა საქონლის სასაქონლო სახის იმდენად დაკარგვის შემთხვევაში, რომ თავისუფალი საწყობიდან გატანისას საქონელი ვერ იდენტიფიცირდება თავისუფალ საწყობში შეტანისას საქონლისთვის მინიჭებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო კოდით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება თავისუფალი საწყობის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის განადგურება ან დანაკლისი ანდა სასაქონლო სახის ცვლილება გამოწვეულია ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მიზეზით. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
103614572327 (დ…5 (და…1³ (დ…1312927151
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სახელმწიფო…თავისუფალი ინდუსტრიული…ნარჩენების იმპორტის, ე…სახელმწიფო საზღვრის რე…სურსათის/ცხოველის საკვ…