საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 129. საურავი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი.

2.საურავის გადახდა ხორციელდება საგადასახადო დავალიანების თანხაზე დანამატის სახით, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების ან/და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ღონისძიებების გატარების მიუხედავად.

3.საურავის დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის მომდევნო კალენდარული დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის , „ საგადასახადო მოთხოვნის “ წარდგენის ან წარუდგენლობის მიუხედავად , თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების ვადის დადგომის შემდეგ გადამხდელი გადაიხდის გადასახადის ძირითადი თანხის ნაწილს , გადახდის მომდევნო კალენდარული დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება საგადასახადო დავალიანების ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე .

4.პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე, აღნიშნული რეჟიმების დაწყებამდე არსებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებს საურავი არ დაერიცხება.

5.საურავი შეადგენს საგადასახადო დავალიანების 0,07 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული კალენდარული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ითვლება ვადაგადაცილებულ დღედ.

6.ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირს „საგადასახადო მოთხოვნა“ ჩაბარდა გადასახადის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, საურავის დარიცხვა განხორციელდება „საგადასახადო მოთხოვნის“ ჩაბარების დღის შემდეგ მე-15 კალენდარული დღიდან. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1688 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.171

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი. 2. საურავის გადახდა ხორციელდება საგადასახადო დავალიანების თანხაზე დანამატის სახით, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების ან/და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ღონისძიებების გატარების მიუხედავად. 3. საურავის დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის მომდევნო კალენდარული დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის , „ საგადასახადო მოთხოვნის “ წარდგენის ან წარუდგენლობის მიუხედავად , თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების ვადის დადგომის შემდეგ გადამხდელი გადაიხდის გადასახადის ძირითადი თანხის ნაწილს , გადახდის მომდევნო კალენდარული დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება საგადასახადო დავალიანების ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე . 4. პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე, აღნიშნული რეჟიმების დაწყებამდე არსებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებს საურავი არ დაერიცხება. 5. საურავი შეადგენს საგადასახადო დავალიანების 0,07 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული კალენდარული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ითვლება ვადაგადაცილებულ დღედ. 6. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირს „საგადასახადო მოთხოვნა“ ჩაბარდა გადასახადის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, საურავის დარიცხვა განხორციელდება „საგადასახადო მოთხოვნის“ ჩაბარების დღის შემდეგ მე-15 კალენდარული დღიდან. საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1688 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.171

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №44 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    129-ე მუხლის პირველ პუნქტში საურავის გადამხდელთა ჩამონათვალი შეიცვალა ზოგადი „პირით“, მე-4 პუნქტი გადახდისუუნარობის რეჟიმებისა და ბანკის ლიცენზიის ჩამორთმევის შემთხვევებს მოიცავს, მე-5 პუნქტი კალენდარულ დღეზე მიუთითებს, ხოლო ახალი მე-6 პუნქტი საურავის დარიცხვის დაწყებას „საგადასახადო მოთხოვნის“ ჩაბარებიდან მე-15 დღეს აკავშირებს.

  2. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    129-ე მუხლის მე-4 ნაწილში ლიცენზიის ჩამორთმევის ორგანოდ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად ეროვნული ბანკი დასახელდა. ნორმა კომერციულ ბანკთან ერთად მზღვეველის საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევასაც მოიცავს.

  3. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    129-ე მუხლის მე-3 ნაწილში საურავის დარიცხვის დასაწყისი და გაგრძელება მომდევნო კალენდარული დღიდან აითვლება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
130185207209210231288⁴288⁵288⁷80241¹255¹7127253129
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…