მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 64 (დანართი 1). აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ: ა) პირმა დაარღვია აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები; ბ) პირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხებს და შესაბამის საურავს; გ) გადასახადის გადამხდელის მიზეზით არ მოხდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების წერილობითი ან ელექტრონული ფორმით დადება ამ წესის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 63-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა არის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

3.ამ მუხლის მე -2 პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების გაუქმება წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ საგარანტიო / დაზღვევის / თავდებობის თანხის მოთხოვნის საფუძველს . ასეთ შემთხვევაში , საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს , საბანკო გარანტიის / დაზღვევის პოლისის ვადის ამოწურვამდე , გარანტორს / მზღვეველს , ხოლო თავდებობისას თავდებს მოსთხოვოს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში საგარანტიო / სადაზღვევო / თავდებობის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე განთავსება . გარანტორი / მზღვეველი / თავდები უპირობოდ ასრულებს საგადასახადო ორგანოს მოთხოვნას.

4.გარანტორის / მზღვეველის / თავდების მიერ ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში , საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მათ მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები.

5.(ამოღებულია - 20.04.2017, №138). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №615 - ვებგვერდი, 20.12.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №395 - ვებგვერდი, 26.11.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მარტის ბრძანება N64 - ვებგვერდი, 04.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის ბრძანება №138 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 მაისის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 01.06.2021წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91⁶91¹²24025423865⁶ (…65⁵ (…63 (დ…7¹ (დ…25614864 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა