Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 18

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 18. საერთაშორისო განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საერთაშორისო განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა ტარდება ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

2.საერთაშორისო განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საერთაშორისო ბიუროს შეტყობინების თარიღიდან მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.

3.თუ არსებობს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის ,,თ“ ან ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის მოთხოვნის საფუძველი ან განაცხადის მასალები მოითხოვს დაზუსტებას, საერთაშორისო ბიუროს ეგზავნება შეტყობინება საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით. განმცხადებელი ვალდებულია მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში წარადგინოს წერილობითი პასუხი საქპატენტში. განმცხადებელს უფლება აქვს 1 თვით გააგრძელოს შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადა, რისთვისაც წერილობითი თხოვნა ვადის გაგრძელების შესახებ მან საქპატენტში უნდა წარადგინოს ზემოთ აღნიშნულ ორთვიან ვადაში და გადაიხადოს დადგენილი საფასური. შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ამ პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და საერთაშორისო ბიუროს ეგზავნება გადაწყვეტილება საქართველოში სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის შესახებ საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით.

4.თუ არსებობს კანონის მე-4 და მე-5 მუხლში მოცემული რეგისტრაციაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი, ექსპერტიზას გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს საქართველოში დაცვაზე უარის შესახებ განაცხადში მოცემული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ და საერთაშორისო ბიუროს ეგზავნება შესაბამისი წერილობითი შეტყობინება საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით.

5.თუ არ არსებობს კანონის მე-4 და მე-5 მუხლში მოცემული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის საქართველოში დაცვის შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება ეგზავნება საერთაშორისო ბიუროს.

6.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში არ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება დაცვაზე უარის შესახებ, სასაქონლო ნიშანი საქართველოში დაცულად ითვლება.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 27 ივნ. 2024
  2. 14 სექ. 2021
წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2024-06-26 · №4

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2024-06-27
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16მუხლი 4მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410629215112013121632²9164518
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშანზე განა…საქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2024