Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 4

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 4. განაცხადთან დაკავშირებული საბუთები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.განაცხადის შეტანისას, წარდგენილ უნდა იქნეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს გამოსახულების ელექტრონული ვერსია, ან სამი ეგზემპლარი. გამოსახულება უნდა იყოს მკაფიო. ეტიკეტის წარდგენის შემთხვევაში, დასაშვებია ეგზემპლიარების წარდგენა ნატურალურ ზომებში. თუ სარეგისტრაციო სიმბოლო მოცულობითია, წარდგენილ უნდა იქნეს მისი ორგანზომილებიანი გამოსახულების სამი ეგზემპლარი. ამასთან ხედი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ქმნიდეს სიმბოლოზე მაქსიმალურად სრულ წარმოდგენას. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია სხვა ხედების წარდგენა. თუ სიმბოლო ბგერითია მაშინ წარდგენილ ან ატვირთულ უნდა იქნეს აუდიოჩანაწერი და მისი გრაფიკული გამოსახულების (სანოტო ჩანაწერი) ელექტრონული ვერსია, ან სამი ეგზემპლარი.

2.თუ საქონლის ჩამონათვალი არ ეტევა მისთვის გამოყოფილ ბლანკის გრაფა 9-ში (კოდი 511), იგი შეიძლება წარდგენილ იქნეს განაცხადის შეტანისას, დანართის სახით. თუ საქონლის ჩამონათვალი წარდგენილია უცხო ენაზე, განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში, საქონლის ჩამონათვალი წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზეც.

3.მინდობილობა წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) უფლებამოსილების შესახებ, საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადის შეტანისას, ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ საქპატენტში განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში წარმომადგენელი შეიტანს თხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს.

4.განაცხადის საქპატენტში შეტანისას ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში გადახდილი უნდა იქნეს: ა) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური. თუ განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში არ იქნა გადახდილი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ბ) საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური, თუ მოითხოვება ასეთი პრიორიტეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში პრიორიტეტი დადგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.

5.კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელმა დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს: ა) საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში - პირველი განაცხადის მიმღები უწყების მიერ დამოწმებული პირველი განაცხადის ასლი; ბ) საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში - ოფიციალური ან ოფიციალურად მიჩნეული გამოფენის ადმინისტრაციის ან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაცემული ცნობა გამოფენაზე ექსპონატის ჩვენების თარიღის მითითებით. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ განმცხადებელი კანონით გათვალისწინებულ სამთვიან ვადაში შეიტანს თხოვნას საქპატენტში ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს, წინააღმდეგ შემთხვევაში განმცხადებელი კარგავს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებას და პრიორიტეტი დადგინდება საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღით.

6.თუ განაცხადი შეტანილია კოლექტიურ ნიშანზე, კოლექტიური ნიშნის დებულება წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადის შეტანისას ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

7.გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების პროტოკოლის მე-9 ქუინქუის მუხლის შესაბამისად, ეროვნული განაცხადის შეტანისას ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს მიერ დამოწმებული საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო რეგისტრაცია გაუქმებამდე ვრცელდებოდა საქართველოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პრიორიტეტი დადგინდება “საქპატენტში” განაცხადის შეტანის თარიღით.

8.ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული და სხვა დამატებითი საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს უცხო ენაზე. უცხო ენაზე წარდგენილი საბუთის თარგმანი ქართულ ენაზე დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით და საქპატენტს უნდა ჩაჰბარდეს შესაბამისი დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენიდან, ერთი თვის ვადაში. თარგმანის წარდგენის ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვით, თუ დედნის საქპატენტში წარდგენის დღიდან განმცხადებელი საქპატენტში შეიტანს თხოვნას ვადის გაგრძლების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარდგენილი საბუთი მხედველობაში არ მიიღება.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 27 ივნ. 2024

    Specifies submission formats for both visual *and* auditory trademarks, including audio recordings and musical notation.

  2. 14 სექ. 2021

    Clarifies priority claim references.

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2024-06-26 · №4

3
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2024-06-27
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11

მიუთითებენ მასზე

მუხლი 18მუხლი 13მუხლი 15

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10629215112013121632²9111813154
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშანზე განა…საქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო