„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 23¹ (დანართი 1). საჯარო შეტყობინება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმ შემთხვევაში, თუ პირველად გაგზავნისას შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი ადრესატს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც, იმავე ან საქპატენტისათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

2.თუ განმცხადებლის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად შეუძლებელია, საქპატენტი უფლებამოსილია შეტყობინება გაავრცელოს საჯაროდ. შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმირების სხვა საშუალებების გამოყენებით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეტყობინება განმცხადებლისთვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 14 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 აგვ. 2018 – 14 სექ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31¹7424787427111814 (დ…647²423¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს საპატენტო …არბიტრაჟის შესახებსაქართველოს შინაგან სა…დიზაინის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა