„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 23² (დანართი 1). სასაქონლო ნიშნის დაყოფა და დაყოფილი ნიშნის გაერთიანება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნით სასაქონლო ნიშანი შეიძლება დაიყოს ორ ან მეტ იდენტურ სასაქონლო ნიშნად დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრების მინიჭებით, იმ პირობით, რომ არ მოხდეს დაყოფილი სასაქონლო ნიშნების საქონლის ჩამონათვალს შორის გადაფარვა.

2.სასაქონლო ნიშნის მფლობელის განცხადება სასაქონლო ნიშნის დაყოფის თაობაზე უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის სახელს და გვარს (სახელწოდებას), არსებობის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერს/პირად ნომერს და მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას; ბ)  სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერს და თარიღს; გ) სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ მოთხოვნას; დ) დასაყოფი საქონლის ჩამონათვალს შესაბამისი კლასების მითითებით.

3.სასაქონლო ნიშნის დაყოფისათვის დადგენილი საფასური გადახდილი უნდა იყოს განცხადების წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

4.საქპატენტი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა სასაქონლო ნიშნების დაყოფის შესახებ განცხადება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. თუ ხდება დაყოფილი სასაქონლო ნიშნების საქონლის ჩამონათვალს შორის გადაფარვა ან განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტი ნიშნის მფლობელს განუსაზღვრავს 15 სამუშაო დღის ვადას  ხარვეზის აღმოფხვრისთვის.

5.სასაქონლო ნიშნის დაყოფის თაობაზე განცხადების შეტანამდე გადახდილი ყველა საფასური და ყველა შეტანილი მოთხოვნა წარდგენილად ითვლება თითოეული დაყოფილი სასაქონლო ნიშნისთვის.

6.დაყოფის საფუძველზე წარმოშობილ სასაქონლო ნიშნებს უნარჩუნდებათ თავდაპირველი სასაქონლო ნიშნის შეტანისა და პრიორიტეტის თარიღი.

7.სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში ასახვის დღიდან, ქვეყნდება ბიულეტენში და გაიცემა მოწმობა.

8.დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში, დაყოფილი სასაქონლო ნიშნები, რომელთა რეგისტრაციაც ძალაშია, შესაძლებელია გაერთიანდეს ერთ სასაქონლო ნიშნად, თუ ორივე სასაქონლო ნიშნის მფლობელი ისევ ერთი და იგივე პირია.

9.დაყოფილი სასაქონლო ნიშნების გაერთიანების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის სახელს და გვარს (სახელწოდებას), არსებობის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერს/პირად ნომერს და მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას; ბ)  სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ნომერს და თარიღს; გ) სასაქონლო ნიშნების გაერთიანების შესახებ მოთხოვნას.

10.სასაქონლო ნიშნის გაერთიანებისთვის დადგენილი საფასური გადახდილი უნდა იყოს განცხადების წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

11.საქპატენტი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დაყოფილი სასაქონლო ნიშნების გაერთიანების შესახებ განცხადება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტი ნიშნის მფლობელს განუსაზღვრავს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოფხვრისთვის.

12.დაყოფილი სასაქონლო ნიშნის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში ასახვის დღიდან და გაიცემა   მოწმობა.

13.თუ სასაქონლო ნიშნის დაყოფის ან გაერთიანების შესახებ განცხადება წარმოდგენილია წარმომადგენლის მიერ, განცხადების წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი უნდა იყოს მინდობილობა.

14.ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-10, მე-11 და მე-13 პუნქტებში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 აგვ. 2018 – 27 ივნ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19¹12915817 (დ…51010310210018723² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს ადმინისტრა…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა