„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 24¹ (დანართი 1). დუბლიკატის გაცემა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასაქონლო ნიშნის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ საქპატენტისთვის განცხადებით მიმართვის და შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, გაიცემა სასაქონლო ნიშნის მოწმობის დუბლიკატი.

2.თუ განცხადება წარდგენილია წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ, განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ასევე მფლობელის მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.

3.სასაქონლო ნიშნის მოწმობის დუბლიკატის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური გადახდილი უნდა იქნეს მიმართვიდან 15 კალენდარული ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.

4.საქპატენტი დუბლიკატს გასცემს საფასურის გადახდიდან 15 კალენდარული დღის ვადაში იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ძალაშია.

5.სასაქონლო ნიშნის მოწმობის დუბლიკატი გაიცემა ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლის 4 1 პუნქტით განსაზღვრული ფორმით ამ დუბლიკატის გაცემის პერიოდისათვის რეესტრში არსებული მონაცემების შესაბამისად და ზედა მარჯვენა კუთხეში დასტურდება შტამპით „დუბლიკატი“. დუბლიკატი აისახება ელექტრონულ სისტემაში და განაცხადზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მატერიალური ფორმით გაიცემა მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნიდან  5 დღის ვადაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 აგვ. 2018 – 14 სექ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7491215231531171196 (დ…41124¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…ლიცენზიებისა და ნებართ…სასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა