„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 24 (დანართი 1). ქმედებები რეესტრში

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ი“, „კ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო მონაცემების თითოეული ცვლილება შეტანილი იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის განცხადების საფუძველზე.

2.თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი საქპატენტში შეიტანს განცხადებას ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ, აღნიშნული ცვლილებები რეესტრში შედის ცვლილებების შეტანისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში. საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში განცხადების შეტანიდან 10 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სასაქონლო ნიშნის უმნიშვნელო ცვლილება ან საქონლის ჩამონათვალის შეზღუდვა/დაზუსტება.

3.რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში.

4.სასაქონლო ნიშანზე უფლების გადაცემის შემთხვევაში საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ, გადაცემის შესახებ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა რეესტრში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში განცხადების შეტანიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

5.იმ შემთხვევაში, როდესაც უფლების გადაცემის ხელშეკრულება საქპატენტს წარედგინება წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ, ხელშეკრულებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მფლობელის ან უფლებამონაცვლის მიერ გაცემული მინდობილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაცემის ხელშეკრულება არ განიხილება.

6.თუ საქპატენტი სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის თვისებების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, უფლებამონაცვლეს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება საქონლის ჩამონათვალიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე საქპატენტი რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის შესახებ ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვალიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე.

7.თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელმა დააგირავა სასაქონლო ნიშანი ან/და გასცა ლიცენზია მის გამოყენებაზე, გირავნობის ან/და სალიცენზიო ხელშეკრულება რეგისტრირდება და შესაბამისი მონაცემები შეიტანება რეესტრში გირავნობის ან/და სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში განცხადების შეტანიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. თუ გირავნობის ან/და სალიცენზიო ხელშეკრულება საქპატენტს წარედგინება წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ, ხელშეკრულებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ერთ-ერთი მხარის მიერ გაცემული მინდობილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა რჩება განუხილველი 8. სასაქონლო ნიშნის ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქპატენტისთვის მიმართვის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ორგანოს ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტი.

9.თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი საქპატენტში შეიტანს განცხადებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების, ბათილად ცნობის ან აღდგენის შესახებ, საქპატენტს შესაბამისი ცვლილებები შეაქვს რეესტრში.

10.რეესტრში განხორციელებული ცვლილების, უფლებების გადაცემის, ასევე, ლიცენზიის ან გირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შემთხვევაში, გაიცემა მოწმობის დანართი. დანართი იბეჭდება საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ ბლანკზე, მოწმობის დანართი აისახება ელექტრონულ სისტემაში და, განცხადებაზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მატერიალური ფორმით გაიცემა მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნიდან  5 დღის ვადაში. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №2 - ვებგვერდი, 10.08.2018 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1917911212811 (დ…5127301224 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…მეწარმეთა შესახებდიზაინის შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა