„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 24² (დანართი 1). ამონაწერი რეესტრიდან

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასაქონლო ნიშნის მფლობელს ან ნებისმიერ პირს, საქპატენტისთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს ამონაწერი რეესტრიდან.

2.რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად გადაიხდება კანონმდებლობით დადგენილი საფასური. საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.

3.ამონაწერი გაიცემა საფასურის გადახდიდან 10 დღის ვადაში უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და აისახება მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით, ხოლო მატერიალური ფორმით გაიცემა განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში.

4.ამონაწერი რეესტრიდან უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სასაქონლო ნიშანს; ბ) რეგისტრაციის ნომერს; გ) სასაქონლო ნიშნის სტატუსს; დ) სასაქონლო ნიშნის მფლობელ(ებ)ის მონაცემებს; ე) რეგისტრაციის მოქმედების დაწყების თარიღს; ვ) რეგისტრაციის მოქმედების ამოწურვის თარიღს; ზ) განაცხადის გამოქვეყნების ნომერსა და თარიღს; თ) რეგისტრაციის გამოქვეყნების ნომერსა და თარიღს; ი) საქმის ნომერს; კ) განაცხადის შეტანის თარიღს; ლ) საქონლის  ჩამონათვალს; მ) პრიორიტეტის მონაცემებს; ნ) წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის (არსებობის შემთხვევაში) მონაცემებს; ო) ინფორმაციას რეესტრში განხორციელებული ცვლილებების, უფლებების გადაცემის, ყადაღის, ლიცენზიის გაცემის ან გირავნობის  და სხვა ქმედებების შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 14 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 აგვ. 2018 – 14 სექ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
402442¹912171121714131224² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს პატენტრწმუ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებუძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა