„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 26 (დანართი 1). განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განმცხადებელმა სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის მიზნით, მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, განაცხადი ისმოს საერთაშორისო ბიუროში უნდა შეიტანოს საქპატენტის მეშვეობით. აღნიშნული განაცხადი საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით ან ისმოს მადრიდის eFiling-ის მეშვეობით.

2.განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენისას, განმცხადებელმა უნდა მიმართოს საქპატენტს შესაბამისი განცხადებით და წარადგინოს ისმოს მიერ დადგენილი ფორმით (MM2) შევსებული საერთაშორისო განაცხადი. თუ განაცხადი წარდგენილია განმცხადებლის წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ, განაცხადს უნდა დაერთოს განმცხადებლის მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.

3.საერთაშორისო განაცხადი ივსება ინგლისურ ენაზე და საერთაშორისო ბიუროსთვის გადაიხდება ისმოს მიერ დადგენილი საფასური.

4.განაცხადს უნდა ახლდეს ნიცის საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული საქონლის ჩამონათვალის თარგმანი ინგლისურ ენაზე.

5.თუ საერთაშორისო რეგისტრაცია განხორციელდა საქპატენტში შეტანილი განაცხადის ან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება განაცხადის მონაცემებში ან რეესტრში.

6.საერთაშორისო განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს   განაცხადის მადრიდის ოქმის მოთხოვნებთან შესაბამისობას და გადახდილი საფასურის ოდენობას.

7.თუ განაცხადი არ არის შევსებული ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ერთი თვის ვადაში აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე. ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში განაცხადის წარდგენის თარიღად ჩაითვლება ხარვეზის აღმოფხვრის თარიღი. მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.

8.იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო განაცხადი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტი უზრუნველყოფს საერთაშორისო განაცხადის საერთაშორისო ბიუროსთვის წარდგენას ერთი თვის ვადაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 14 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7473723994424¹113 (და…4295726 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშანზე განა…სასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …საქონლის ადგილწარმოშობ…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა