„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 25 (დანართი 1). რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით, გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადას აგრძელებს საქპატენტი ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ საქპატენტში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული განცხადების საქპატენტში წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა წარმოებს რეგისტრაციის მოქმედების ბოლო წლის განმავლობაში.

2.თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური არ იქნა გადახდილი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში, სასაქონლო ნიშნის მფლობელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება აღნიშნული საფასურის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 6 თვის ვადაში გადახდის მოთხოვნით. აღნიშნული შეტყობინება საინფორმაციო ხასიათისაა და მისი ჩაუბარებლობა არ ახდენს გავლენას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის  გაუქმების გადაწყვეტილებაზე.

2¹.ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული საფასური გადახდილი უნდა იქნეს სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ საქპატენტში ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3.თუ რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური არ იქნა გადახდილი ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უქმდება და სასაქონლო ნიშნის მფლობელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №2 - ვებგვერდი, 10.08.2018 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 14 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5542027172828¹60542181225 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …ინტელექტუალურ საკუთრებ…საქონლის ადგილწარმოშობ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა