Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასაქონლო ნიშნების შესახებმუხლი 44

სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 44. ეროვნული განაცხადის წარდგენა გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაIP სტრატეგიასავაჭრო ნიშნის დავებიIP დიუ დილიჯენსიინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-9 quinquies მუხლის შესაბამისად ეროვნულ განაცხადთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს მიერ დამოწმებული საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო რეგისტრაცია გაუქმებამდე ვრცელდებოდა საქართველოზე.

2.თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ეროვნული განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის დღისათვის „საქპატენტის“ მიერ მიღებულია გადაწყვეტილება შესაბამისი საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისათვის დაცვის მინიჭების თაობაზე, ეროვნულ განაცხადს არსობრივი ექსპერტიზა არ უტარდება.

3.თუ საერთაშორისო რეგისტრაციის გაუქმების დღისათვის საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს საქართველოში მინიჭებული ჰქონდა დაცვა, „საქპატენტი“ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ეროვნულ განაცხადზე ატარებს მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რის შემდეგაც ახდენს რეესტრში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 თავი VII. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვის უზრუნველყოფა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 5 ნოე. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 იან. 2006

    პირველ პუნქტში გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი ეროვნული განაცხადის მითითება გადატანილია ოქმის მე-9 მუხლის მეხუთე ინდექსიან დებულებაზე. მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც „საქპატენტი“ ატარებს მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, არეგისტრირებს ნიშანს და აქვეყნებს მონაცემებს ბიულეტენში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 43შემდეგი მუხლი 45

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბრენდის დაცვის სტრატეგია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის სავაჭრო მარკის დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია (EUIPO)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტელექტუალური საკუთრების აუდიტი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 დეკ. 2024 · №12

  • 1 ცვლილება · ბოლო 4 იან. 2006
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 39განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე
  • 41მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზა
  • 9განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 73საერთაშორისო განაცხადის სტატუსი

დიზაინის შესახებ

  • 24¹განაცხადის საერთაშორისო ბიუროში წარდგენა საქპატენტის მეშვეობით

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 52საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები
  • 54საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 35საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია და ანკეტირება
  • 62საერთაშორისო დაცვის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 4ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები
  • 6რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერება
  • 9საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
733941924¹5254469356244
მნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026