Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 3 (დანართი 1)

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 3 (დანართი 1). განაცხადის წარდგენა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.განაცხადის წარდგენა საქპატენტში ხდება მატერიალური ფორმით ან ელექტრონული სისტემის – https://online.sakpatenti.gov.ge/ (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) მეშვეობით.

2.განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში განცხადება  შეტანილი უნდა იქნეს საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ბლანკზე (შემდგომში – ბლანკი) და ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ელექტრონული სისტემით წარდგენისას, საგანაცხადო მასალის შეტანა ხდება საქპატენტის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

3.საქპატენტში განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში,  განაცხადზე საქმისწარმოების ფარგლებში, ყველა სახის დოკუმენტი განმცხადებელს ეგზავნება მატერიალური ფორმით.

4.საქპატენტში განაცხადის ელექტრონული სისტემით წარდგენის შემთხვევაში, განაცხადზე საქმისწარმოების ფარგლებში, განმცხადებელს ყველა სახის დოკუმენტი ეგზავნება საქპატენტის ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მისთვის ჩაბარებულად ითვლება სისტემაში ასახვისთანავე. ამ მომენტიდან იწყება კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლა ყველა შესაბამისი მომდევნო ქმედებისთვის.

5.საქპატენტში განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შემდგომ, განმცხადებლის მიერ საქმისწარმოების მატერიალური ფორმით გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის დღიდან განაცხადზე აღარ გავრცელდება ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით საფასურებზე კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6.საქპატენტში განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემდგომ, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით გაგრძელება. ამ შემთხვევაში განაცხადზე არ გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7.დამატებითი ინფორმირების მიზნით, განმცხადებელს შესაძლებელია გაეგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება განაცხადთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ.

8.განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთ სასაქონლო ნიშანს.

9.სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელმა „X“ სიმბოლოთი უნდა მონიშნოს ბლანკის გრაფაში შესაბამისი უჯრა.

10.ბლანკის გრაფები უნდა შეივსოს შემდეგი სახით: ა) ბლანკის პირველი გრაფა უნდა შეიცავდეს: ა.ა) განაცხადს წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციის შესახებ, განმცხადებლის სრულ სახელს/სახელწოდებას და მისამართს/იურიდიულ მისამართს (კოდი 731). თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – მის გვარს, სახელს, პირად ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სრულ საფოსტო მისამართს ინდექსის მითითებით, ქვეყნის დასახელებას, რომლის მოქალაქეც არის ან სადაც გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან აქვს მოქმედი საწარმო. იურიდიული პირის შემთხვევაში – მის სამართლებრივ ფორმას, სრულ სახელწოდებას, ქვეყანას (სადაც რეგისტრირებულია იურიდიული პირი), სრულ საფოსტო მისამართს ინდექსის მითითებით და საიდენტიფიკაციო ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ბ) მოთხოვნას პრიორიტეტის დადგენის შესახებ, რისთვისაც განმცხადებელმა „X“ სიმბოლოთი უნდა მონიშნოს მოთხოვნილი პრიორიტეტის შესაბამისი უჯრა; ა.გ) ქვეყნის კოდს და შეტანის თარიღს (კოდი 220), რომელიც ივსება საქპატენტის მიერ; ბ) ბლანკის მე-2 გრაფის შევსება ხდება ადრინდელი პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში. კერძოდ, საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში მიეთითება პირველი განაცხადის ნომერი (კოდი 310), პირველი განაცხადის შეტანის თარიღი (კოდი 320) და პირველი განაცხადის მიმღები ქვეყანა/უწყება (კოდი 330), ხოლო საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში – გამოფენაზე ჩვენების თარიღი (კოდი 230), საერთაშორისო განაცხადის ნომერი და საერთაშორისო რეგისტრაციით მოთხოვნილი პრიორიტეტი მიეთითება, თუ განმცხადებელი ითხოვს გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის გარდაქმნას ეროვნულ განაცხადად; გ) ბლანკის მე-3 გრაფაში მიეთითება წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის  სახელი და გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის ნომერი (კოდი 740), თუ განაცხადი შეტანილია პატენტრწმუნებულის მიერ, იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი; დ) ბლანკის მე-4 გრაფაში მიეთითება მიმოწერის მისამართი (კოდი 750), ადრესატის სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, ასევე, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა. ადრესატი შეიძლება იყოს წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული ან განმცხადებელი. განმცხადებლის შემთხვევაში, თუ მისამართი ემთხვევა პირველ გრაფაში  მითითებულ მისამართს, იგი უნდა განმეორდეს მე-4 გრაფაშიც; ე) ბლანკის მე-5 გრაფაში თავსდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს გამოსახულება (კოდი 540). სიმბოლოს გამოსახულება უნდა იყოს მკაფიო და არ უნდა აღემატებოდეს 6სმX6სმ ზომას. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლო მოცულობითია, მაშინ მისი გამოსახულების ხედი ისე უნდა შეირჩეს, რომ ქმნიდეს მასზე მაქსიმალურად სრულყოფილ წარმოდგენას. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია ბგერითი სიმბოლო, მაშინ ამ გრაფაში უნდა მოთავსდეს ამ სიმბოლოს გრაფიკული გამოსახულება (მაგ., სანოტო ჩანაწერი); ვ) ბლანკის მე-6 გრაფაში (კოდი 571) შეიტანება სასაქონლო ნიშნის სიტყვიერი აღწერილობა, უცხო ენაზე ჩაწერილი სიტყვიერი სიმბოლოს შემთხვევაში – მისი ტრანსლიტერაცია, ტრანსკრიფცია და თუ შესაძლებელია, მისი თარგმანი, გამოსახულებითი ან მოცულობითი სიმბოლოების შემთხვევაში – მათი შემადგენელი გამოსახულებითი ელემენტების ჩამონათვალი და აღწერა; ზ) ბლანკის მე-7 გრაფაში „X“ სიმბოლოთი უნდა მოინიშნოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს სახეობის შესაბამისი უჯრა; თ) ბლანკის მე-8 გრაფაში (კოდი 591) მიეთითება ის ფერი ან ფერთა კომბინაცია, რომელიც წარმოადგენს დაცვის საგანს; ი) ბლანკის მე-9 გრაფაში (კოდი 511) მიეთითება იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლისთვისაც მოითხოვება წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაცია შესაბამისი კლასის მითითებით; კ) ბლანკის მე-10 გრაფაში „X“ სიმბოლოთი მოინიშნება განაცხადის შეტანისას  თანმხლები საბუთის შესაბამისი უჯრა და მიეთითება თითოეული საბუთის ეგზემპლარისა და თითოეულ ეგზემპლარში ფურცლების რაოდენობა.

11.ბლანკი უნდა იყოს ხელმოწერილი განმცხადებლის, უფლებამოსილი პირის ან წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ და დათარიღებული ხელმოწერის დღით. ბლანკის ბოლოს გარკვევით უნდა მიეთითოს ხელმომწერი პირის სახელი და გვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი საქპატენტში შეტანილად არ ჩაითვლება.

12.ამ მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით დადგენილი წესები ასევე ვრცელდება განაცხადის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 2 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 4 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2024 · №4

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5 (დანართი 1)მუხლი 26 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დიზაინის შესახებ

  • 11განაცხადი
  • 15განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება
  • 24¹განაცხადის საერთაშორისო ბიუროში წარდგენა საქპატენტის მეშვეობით

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

  • 11განაცხადი და მისი განსახილველად წარდგენა

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 23განაცხადის წარდგენა
  • 24განაცხადი
  • 31¹განაცხადის გამოქვეყნება

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 10განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა, პირობითი განცხადება

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 58განცხადების წარდგენის წესი

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 55განაცხადებისა და წინადადებების წარდგენა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4³დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 9განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
232431¹9114³10111524¹585 (და…26 (დ…553 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშანზე განა…დიზაინის შესახებინტეგრალური მიკროსქემი…საქართველოს საპატენტო …,,მეწარმეთა და არასამე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2024 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026