Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებმუხლი 4

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 4. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2024
თემები:IP მონეტიზაციასაავტორო უფლებების რეგისტრაციაIP სტრატეგიასაავტორო უფლებების დაცვაინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებაIP დიუ დილიჯენსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.უფლების მფლობელს ან მის წარმომადგენელს (შემდგომ – განმცხადებელი) უფლება აქვს, სამსახურს წარუდგინოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის (შემდგომ – რეგისტრაცია) შესახებ განაცხადი როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით და მოითხოვოს კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების ან სხვა პროცედურის განხორციელების შეჩერება და უფლების მფლობელის უფლებების დაცვა.

2.რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) უფლების მფლობელის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს; ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესახებ ინფორმაციას; გ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი საქონლის ჩამონათვალს; დ) ორიგინალი საქონლის დეტალურ აღწერას და ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის, ორიგინალი საქონლის და მისი შეფუთვის ამსახველ ფოტოსურათებს, ორიგინალი საქონლის სპეციფიკურ და ტექნიკურ მონაცემებს), რომლითაც მარტივდება საქონლის იდენტიფიცირება; ე) საქონლის მწარმოებლის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე ორიგინალი საქონლის იმპორტიორების/ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციას; ვ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის, ასეთი საქონლის წარმოშობისა და მდებარეობის თაობაზე, სასაქონლო პარტიის, შეფუთვის იდენტიფიცირებისათვის საჭირო დეტალების, გადაადგილების, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამგზავნის, მიმღების ან მფლობელის შესახებ, ორიგინალი საქონლისა და უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის განმასხვავებელი ნიშნების თაობაზე ინფორმაციას, არსებობის შემთხვევაში); ზ) რეგისტრაციის ვადას, რომელიც 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება რამდენჯერმე გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების მოქმედების ვადისა; თ) იმის შესახებ განცხადებას, რომ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს საქონლის შეჩერებით საქონლის იმპორტიორისათვის, ექსპორტიორისათვის, მფლობელისათვის ან/და სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში; ი) სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე უფლების მფლობელის წარმომადგენლის სახელს (სახელწოდებას), მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას.

3.რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შემთხვევაში, თუ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი, იგი ვალდებულია ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს სრულყოფილი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განაცხადი.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი არ შეიცავს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ხორციელდება მხოლოდ კონკრეტული სასაქონლო პარტიის შეჩერება და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ უფლების მფლობელი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5.რეგისტრაციის შესახებ განაცხადს უნდა ერთოდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განმცხადებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის, სერტიფიკატის, სალიცენზიო ხელშეკრულების, დეპონირების მოწმობის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტის) დედანი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი ან/და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი, ხოლო თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადს უფლების მფლობელის წარმომადგენელი წარადგენს – აგრეთვე წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).

6.სამსახური რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შემთხვევაში − 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ ან რეგისტრაციაზე დასაბუთებული უარის თქმის თაობაზე.

7.რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მითითებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მითითებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მოქმედება წყდება ან უფლების მფლობელს სხვა მიზეზით უწყდება აღნიშნული განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება, განმცხადებელი ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მოქმედების შეწყვეტის ან სხვა მიზეზით განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურს უფლება აქვს, შეწყვიტოს განაცხადის განხილვა.

8.რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შემთხვევაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს.

9.რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს რეგისტრაციის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში წარდგენილი რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ და ამის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს განმცხადებელს.

10.სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ, თუ: ა) მისთვის ცნობილი გახდა, რომ განმცხადებელმა დაკარგა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება; ბ) უფლების მფლობელი, საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღების მიუხედავად, არ ახორციელებს არც ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და არც ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; გ) უფლების მფლობელის მიერ მოთხოვნილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღება; დ) სამსახურის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ან მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაცია უფლების მფლობელმა ამავე კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით გამოიყენა. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა (მუხლი 189/196)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავები ხელოვნური ინტელექტის სფეროში2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საბაჟოზე (IPR)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნაწარმის რეგისტრაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-02-21 · №3

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2019-07-04
1
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 11მუხლი 5მუხლი 6მუხლი 7მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 6რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერება
  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება
  • 3უფლების მფლობელის უფლებების დაცვა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁸ინფორმაციის მიღების უფლება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 9განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე

მეწარმეთა შესახებ

  • 12რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია
  • 11ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 17რეგისტრაციის საფუძვლები
  • 15⁶შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 5განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ

პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

  • 4—

ინოვაციების შესახებ

  • 19ინტელექტუალური საკუთრების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
917363²⁸195691011734121154
მითითებამნიშვნელობით ახლოსინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს სამოქალაქო…სასაქონლო ნიშნების შეს…მეწარმეთა შესახებსაჯარო რეესტრის შესახე…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 21 თებ. 2024