„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 6 (დანართი 1). წარმომადგენლის დანიშვნა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაცხადის საქპატენტში წარდგენისას ან განაცხადის წარდგენის შემდეგ განმცხადებელს უფლება აქვს დანიშნოს წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.

2.წარმომადგენელზე/პატენტრწმუნებულზე გაცემული მინდობილობა უნდა შეიცავდეს: ა) მარწმუნებლის სახელსა და გვარს/სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს; ფიზიკური პირის შემთხვევაში – მარწმუნებლისა და რწმუნებულის (გარდა პატენტრწმუნებულისა) პირად ნომერს; იურიდიული პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების ფარგლებს; გ) მინდობილობის შედგენის თარიღსა და ადგილს; დ) მარწმუნებლის ხელმოწერას; ე) მინდობილობის მოქმედების ვადას. თუ ვადა აღნიშნული არ არის, მინდობილობა ძალაშია მარწმუნებლის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტამდე.

3.მინდობილობა ფორმდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ის არის შედგენილი.

4.უცხოელი განმცხადებელი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია საქპატენტის მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად/პატენტრწმუნებულად საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი. უცხოელი განმცხადებელი წარმომადგენელზე/პატენტრწმუნებულზე მინდობილობას გასცემს უშუალოდ თვითონ ან სათანადო უფლებამოსილების მქონე რწმუნებულის მეშვეობით. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მხარისათვის გაუგზავნელობა არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადების საფუძველი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 14 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22¹2422²91188899611343176 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …საქართველოს სამოქალაქო…დიზაინის შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს ზოგადი ადმ…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა