„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 5 (დანართი 1). განაცხადის შეტანის თარიღის დადგენა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება საქპატენტში განაცხადის წარდგენის დღე, თუ განაცხადი წარდგენილია ქართულ ენაზე ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, შეიცავს განმცხადებლის სახელს და გვარს/სახელწოდებას და მისამართს, სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას, საქონლის ჩამონათვალს, წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის სახელს და გვარს/სახელწოდებას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ და ხელმოწერილია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

2.თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, განაცხადს ენიჭება საქმის ნომერი და გაიცემა საკანცელარიო ცნობა განაცხადის შეტანის შესახებ, საქმის ნომრის, შეტანის თარიღისა და განაცხადით წარდგენილი მონაცემებისა და საბუთების მითითებით.

3.თუ წარდგენილი განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, განაცხადი შეტანილად არ ჩაითვლება და განაცხადის მასალები უბრუნდება წარმომდგენს. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №2 - ვებგვერდი, 10.08.2018 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 14 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
332724109111511243 (და…15 (დ…16 (დ…17 (დ…18 (დ…75 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშანზე განა…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …სასაქონლო ნიშნების შეს…ინტეგრალური მიკროსქემი…ცხოველთა და მცენარეთა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა