„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 8 (დანართი 1). განაცხადის მასალების შევსება , შეცვლა , შესწორება და დაზუსტება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაცხადის მასალების შევსება, შეცვლა, შესწორება და დაზუსტება ხორციელდება განმცხადებლის განცხადების საფუძველზე. თუ ცვლილება მოითხოვება პრიორიტეტის დადგენის შემდეგ, გადახდილი უნდა იქნეს დადგენილი საფასური. პრიორიტეტის დადგენის შემდეგ ცვლილებების შეტანა დასაშვებია  სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე. ამასთანავე, სასაქონლო ნიშნის ცვლილებისას დასაშვებია სასაქონლო ნიშნის მხოლოდ ისეთი უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც არ აფართოებს მისი დაცვის ფარგლებს, ხოლო საქონლის ჩამონათვალის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ მისი შეზღუდვა ან დაზუსტება. თუ საფასური არ იქნება გადახდილი ან გადახდილი თანხა არ შეესაბამება დადგენილ საფასურს, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რის თაობაზეც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.

2.თუ ცვლილება ეხება სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას, რომელიც არსებითად არ ცვლის მას, საქპატენტს წარედგინება შეცვლილი სასაქონლო ნიშნის გამოსახულება.

3.განმცხადებლის სახელის და გვარის (სახელწოდების) ცვლილების შემთხვევაში საქპატენტს წარედგინება ამ ცვლილების დამადასტურებელი საბუთი. თუ საბუთი წარდგენილია წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ, განცხადებას თან უნდა ახლდეს მოქმედი განმცხადებლის მიერ სათანადო წესით გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული საბუთი საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს ცვლილების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენისას ან მისი წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ 15 კალენდარული დღის ვადაში წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული საქპატენტს წარუდგენს განცხადებას ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის დადგენილ საფასურს. აღნიშნულ ვადებში მინდობილობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება არ აისახება განაცხადში.

4.განმცხადებელს შეუძლია განაცხადზე უფლება გადასცეს სხვა პირს/უფლებამონაცვლეს საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ. ასეთ შემთხვევაში საქპატენტს უნდა წარედგინოს: განცხადება, განაცხადზე უფლების გადაცემის დამადასტურებელი ხელშეკრულება, ხელმოწერილი განმცხადებლისა და მისი უფლებამონაცვლის მიერ, ასევე, უფლებამონაცვლის მიერ გაცემული მინდობილობა, თუ საქმისწარმოება ხორციელდება წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მეშვეობით.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინდობილობა საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადზე უფლების გადაცემის ხელშეკრულების საქპატენტში წარდგენისას ან მისი წარდგენიდან 15 კალენდარული ვადაში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ 15 კალენდარული დღის ვადაში წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული საქპატენტს წარუდგენს განცხადებას ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის დადგენილ საფასურს. აღნიშნულ ვადებში მინდობილობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება არ აისახება განაცხადში.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების განაცხადში ასახვის დღიდან საქპატენტი მიმოწერას ახორციელებს უფლებამონაცვლესთან ან მის წარმომადგენელთან/პატენტრწმუნებულთან. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4640¹2412915¹181115901578 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…სასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა