Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 9 (დანართი 1)

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 9 (დანართი 1). განაცხადის გაყოფა და გაერთიანება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.განაცხადი, რომელიც საქონლის ორ ან მეტ დასახელებას შეიცავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე შეიძლება გაიყოს ორ ან მეტ განაცხადად, პირველ განაცხადში არსებული საქონლის გადანაწილებით თითოეულ განაცხადზე. განაცხადებში საქონელი ისე უნდა გადანაწილდეს, რომ არ მოხდეს გამოყოფილი განაცხადების საქონლის ჩამონათვალს შორის გადაფარვა. გამოყოფილ განაცხადებს უნარჩუნდებათ პირველი განაცხადის შეტანის თარიღი.

2.განმცხადებელს უფლება აქვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე მოითხოვოს სხვადასხვა საქონლისათვის წარდგენილი იდენტური სასაქონლო ნიშნების ორი ან მეტი განაცხადის გაერთიანება. განაცხადების გაერთიანებისას თითოეულ განაცხადში მითითებულ საქონელს უნარჩუნდება შესაბამისი განაცხადის პრიორიტეტის თარიღი.

3.განაცხადის გაყოფა ან გაერთიანება დასაშვებია განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის სახელს და გვარს (სახელწოდებას), არსებობის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერს/პირად ნომერს და მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) განაცხადის საქმის/საქმეების ნომერს; გ) განაცხადის გაყოფის ან გაერთიანების შესახებ მოთხოვნას; დ) განაცხადის გაყოფის შემთხვევაში გასაყოფი საქონლის ჩამონათვალს შესაბამისი კლასების მითითებით.

4.განცხადების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში: ა) გადახდილი უნდა იყოს განაცხადის გაყოფის ან გაერთიანებისათვის დადგენილი საფასური; ბ) წარმოდგენილი უნდა იყოს მინდობილობა, თუ განცხადება შეტანილია წარმომადგენლის მიერ.

5.დადგენილი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა წარმოდგენილი განცხადება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. თუ სასაქონლო ნიშნის განაცხადის გაყოფის ან გაერთიანების შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეძლევა 15 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

6.ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ .

7.გამოყოფილ ან გაერთიანებულ განაცხადზე რეგისტრაციის პროცედურა გრძელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და გადაიხდება ყველა შესაბამისი ქმედებისთვის დადგენილი საფასური. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 8 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 10 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2024 · №4

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 19¹სასაქონლო ნიშნის დაყოფა
  • 12სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა
  • 11¹საქონლის მითითება და კლასიფიკაცია

დიზაინის შესახებ

  • 12მრავლობითი განაცხადი, განაცხადების გაერთიანება და დაყოფა
  • 11განაცხადი

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 29გამოყოფილი განაცხადი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 182რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანება და გამოყოფა

მეწარმეთა შესახებ

  • 73შერწყმის/გაყოფის რეგისტრაცია
  • 67შერწყმის/გაყოფის გეგმა
  • 72მიერთებისა და შეძენით გაყოფის განსაკუთრებული შემთხვევები

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 7ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 17

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2919¹1211¹18212111773677279 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებსაქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2024 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026