Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებმუხლი 24

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

მუხლი 24. ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმთან ურთიერთობისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებულ ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმთან ურთიერთობისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოა სამინისტრო.

2.სამინისტრო ვალდებულია ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმს მიაწოდოს ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული შემდეგი ინფორმაცია: ა) აღნიშნული ოქმის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად – ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აწესრიგებს ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის გამოყენების საკითხებს; ბ) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-17 მუხლით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი ტრანსსასაზღვრო გადაადგილების შესახებ შეტყობინების მიღებისათვის პასუხისმგებელი უწყების საკონტაქტო მონაცემები; გ) ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დადებული ნებისმიერი ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით; დ) ინფორმაცია საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განხორციელებული, ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-17 და 25-ე მუხლებით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი და უკანონო ტრანსსასაზღვრო გადაადგილებების შესახებ; ე) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-15 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – ინფორმაცია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიას, ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-11 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში; ვ) სამინისტროს მიერ განხორციელებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმისაგან მოსალოდნელი საფრთხის შეფასების და ეკოლოგიური მოკვლევების რეზიუმე; ზ) ინფორმაცია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-12 მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ.

3.სამინისტრო ახორციელებს ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმისგან მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციას და მას საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ხდის. თავი VI გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირება

რედაქციების შედარება

1. ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებულ ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმთან ურთიერთობისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოა სამინისტრო. 2. სამინისტრო ვალდებულია ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმს მიაწოდოს ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული შემდეგი ინფორმაცია: ა) აღნიშნული ოქმის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად – ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აწესრიგებს ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის გამოყენების საკითხებს; ბ) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-17 მუხლით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი ტრანსსასაზღვრო გადაადგილების შესახებ შეტყობინების მიღებისათვის პასუხისმგებელი უწყების საკონტაქტო მონაცემები; გ) ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დადებული ნებისმიერი ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით; დ) ინფორმაცია საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განხორციელებული, ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-17 და 25-ე მუხლებით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი და უკანონო ტრანსსასაზღვრო გადაადგილებების შესახებ; ე) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-15 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – ინფორმაცია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიას, ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-11 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში; ვ) სამინისტროს მიერ განხორციელებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმისაგან მოსალოდნელი საფრთხის შეფასების და ეკოლოგიური მოკვლევების რეზიუმე; ზ) ინფორმაცია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-12 მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ. 3. სამინისტრო ახორციელებს ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმისგან მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციას და მას საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ხდის. თავი VI VI. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირება

წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №3

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 12მუხლი 15მუხლი 17მუხლი 20მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 21გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების რეგულირების მექანიზმი
  • 28გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა
  • 16ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 18ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 28ხარისხის სისტემა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 24ქიმიური უსაფრთხოება
  • 16ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 54ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების აღსრულება

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 70—

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 17¹მსხვერპლის ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 8²ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 22სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24167011121517202521281618542824
მითითებამნიშვნელობით ახლოსცოცხალი გენმოდიფიცირებ…განახლებადი წყაროებიდა…ადამიანის ორგანოთა გად…საზოგადოებრივი ჯანმრთე…რადიაციული დაცვის, ბირ…ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026