Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინფორმაციული უსაფრთხოების შესახებმუხლი 8²

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 8². ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებირეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირებასაგანმანათლებლო ტექნოლოგიებისაბანკო შესაბამისობასმარტ კონტრაქტის დეველოპმენტიბირჟაზე რეგისტრაცია და KYC

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ მონაცემების მიღებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და გადაცემისთვის გამოყენებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების მწარმოებელ ქვეყნებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოებს ან დაწესებულებებს, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ამ კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალური ან შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაციის, აგრეთვე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლისთვის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფლებამოსილია შექმნას კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემა და ამ მიზნით შექმნას და გამოიყენოს სპეციალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ან დაწესებულებებმა, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, რომლებსაც კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვა სურთ, წერილობით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა მიმართონ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს.

3.ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემით გადაცემული ინფორმაციის შინაარსზე ხელი არ მიუწვდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო კომუნიკაციის მხარეა.

4.კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტს, ელექტრონულ ხელმოწერასა და ელექტრონულ შტამპს აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტის, პირადი ხელმოწერისა და მატერიალური შტამპის თანაბარი იურიდიული ძალა. აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ამ ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი.

5.კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ეგზემპლარია და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

6.დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტისთვის ან აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მასზე გამოყენებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი წარმოებისთვის დადგენილ წესებს არ აკმაყოფილებენ.

7.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ დოკუმენტთან, ელექტრონულ ხელმოწერასა და ელექტრონულ შტამპთან დაკავშირებულ ტექნიკურ მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს შეიმუშავებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

რედაქციების შედარება

1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ მონაცემების მიღებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და გადაცემისთვის გამოყენებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების მწარმოებელ ქვეყნებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოებს ან დაწესებულებებს, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ამ კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალური ან შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაციის, აგრეთვე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლისთვის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფლებამოსილია შექმნას კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემა და ამ მიზნით შექმნას და გამოიყენოს სპეციალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ან დაწესებულებებმა, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, რომლებსაც კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვა სურთ, წერილობით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა მიმართონ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. 3. ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემით გადაცემული ინფორმაციის შინაარსზე ხელი არ მიუწვდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო კომუნიკაციის მხარეა. 4. კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტს, ელექტრონულ ხელმოწერასა და ელექტრონულ შტამპს აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტის, პირადი ხელმოწერისა და მატერიალური შტამპის თანაბარი იურიდიული ძალა. აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ამ ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი. 5. კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ეგზემპლარია და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. 6. დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტისთვის ან აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მასზე გამოყენებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი წარმოებისთვის დადგენილ წესებს არ აკმაყოფილებენ. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ დოკუმენტთან, ელექტრონულ ხელმოწერასა და ელექტრონულ შტამპთან დაკავშირებულ ტექნიკურ მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს შეიმუშავებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.მიუწვდება.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 9 ოქტ. 2023
  2. 30 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2021
წინა მუხლი 8¹შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ICO/STO პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო პროექტის whitepaper-ის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლოკალური პარტნიორობების დამყარება (ბანკები, მედია, ინფლუენსერები)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგთექ გადაწყვეტილებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №8

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-10-09
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 4ინფორმაციული უსაფრთხოების წესები
  • 9¹საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება
  • 5ინფორმაციული აქტივების მართვა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 151კონფიდენციალურობის დაცვა

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 40ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები
  • 27ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა
  • 39ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 15ინფორმაციით უზრუნველყოფა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 75საიდუმლო ინფორმაციის დაცვა

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 5ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის სახეები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 44სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 19საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19510⁵49¹54027394415151758²
მითითებამნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…ენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს ტერიტორიაზ…საჯარო შესყიდვების შეს…ინფორმაციის ერთიანი სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025