Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 18

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 18. ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:განახლებადი ენერგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ ბიოსაწვავი და ბიოსითხეები გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნებისთვის, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს, დაადასტუროს ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მდგრადობის კრიტერიუმების გათვალისწინება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ეკონომიკურ აგენტს უდგენს მასის ბალანსის სისტემის გამოყენების ვალდებულებას, რომელიც: ა) საშუალებას იძლევა, განხორციელდეს მდგრადობის სხვადასხვა მახასიათებლის მქონე ნედლეულის პარტიების ან ბიოსაწვავის შერევა; ბ) მოითხოვს, რომ ნარევს თან ახლდეს ინფორმაცია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნედლეულის პარტიების მდგრადობის მახასიათებლებისა და ზომების შესახებ; გ) უზრუნველყოფს, რომ ნარევიდან ამოღებული ყველა ნედლეულის პარტიის ჯამი იმავე რაოდენობით აღწერილ იქნეს მდგრადობის იმავე მახასიათებლებით, რომლებითაც აღწერილია ნარევისთვის დამატებული ყველა ნედლეულის პარტიის ჯამი.

3.სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ეკონომიკურმა აგენტმა სანდო ინფორმაცია წარადგინოს და უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს ის მონაცემები, რომელთა საფუძველზედაც მომზადდა ეს ინფორმაცია. სამინისტრომ ეკონომიკურ აგენტს უნდა მოსთხოვოს, დანერგოს წარდგენილი ინფორმაციის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების სათანადო სტანდარტები და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. დამოუკიდებელმა აუდიტმა უნდა დაადასტუროს, რომ ეკონომიკური აგენტის მიერ გამოყენებული სისტემები არის ზუსტი, სანდო და გაყალბებისგან დაცული. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების დროს უნდა შეფასდეს ნიმუშის აღების სიხშირე და მეთოდოლოგია, აგრეთვე მონაცემთა საიმედოობა.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ და სათანადო და რელევანტურ ინფორმაციას იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიღებულ იქნა ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დასაცავად, დეგრადირებული მიწის აღსადგენად და იმ ტერიტორიებზე, სადაც წყლის დეფიციტია, ჭარბი წყლის მოხმარების თავიდან ასაცილებლად.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს, მიუხედავად იმისა, ბიოსაწვავი და ბიოსითხეები ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზეა წარმოებული თუ იმპორტირებულია.

6.საქართველოს მთავრობა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ერთიანი ფორმით წარდგენას.

7.ეროვნული და საერთაშორისო ნებაყოფლობითი სქემები, რომლებიც ბიომასის პროდუქტებისთვის სტანდარტებს ადგენს, უნდა შეესაბამებოდეს საიმედოობისა და გამჭვირვალობის სტანდარტებს, აგრეთვე დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების სათანადო სტანდარტებს. თუ ეს სქემები სათბურის გაზის ემისიის სუფთა დანაზოგს ზომავს, ისინი ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და მათი წიაღისეული საწვავის კომპარატორების სათბურის გაზის გავლენის გამოთვლის წესებით დადგენილი მეთოდოლოგიის მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიომასის ენერგეტიკული პროექტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №1

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 17ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმები
  • 19ტრანსპორტში გამოყენებულ განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიასთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები
  • 11მხარდაჭერის სქემები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 16ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 41ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 31ამ კანონის საფუძველზე გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 12ნიადაგების

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 6ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება
  • 14გარდამავალი დებულებანი

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 54ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების აღსრულება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹¹ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სერტიფიცირება

ინოვაციების შესახებ

  • 15⁸ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მოპოვებისა და სტატუსით სარგებლობის პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1225¹¹1615⁸61417191141543118
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…საზოგადოებრივი ჯანმრთე…ენერგეტიკისა და წყალმო…სამრეწველო ემისიების შ…ნიადაგების კონსერვაციი…სავალდებულო სერტიფიცირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026