Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებმუხლი 17¹

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

მუხლი 17¹. მსხვერპლის ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2025
თემები:ოჯახში ძალადობამსხვერპლის წარმომადგენლობა - ძალადობრივიწინასწარი სარჩელის უზრუნველყოფაჰუმანიტარული სამართალისხეულის დაზიანება და ცემასაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანოები, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება (მათ შორის, თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო ვალდებული არიან მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურებების/პროგრამების შესახებ.

2.მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენასა და შესაბამის სამართალწარმოებაში.

3.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას ამის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

4.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პენიტენციური კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ, აგრეთვე განახორციელოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს მსხვერპლთან გასაუბრების ოქმს. ამ ოქმში მან უნდა მიუთითოს მსჯავრდებულისადმი მსხვერპლის დამოკიდებულება, მსხვერპლისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულება სასჯელის მოხდის პერიოდში და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3557 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №955 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5024 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2477 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4004 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანოები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო ვალდებული არიან, მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ. 2. მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენასა და შესაბამის სამართალწარმოებაში. 3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას ამის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავეაგრეთვე პატიმრობის კოდექსის 71 6 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ, აგრეთვე განახორციელოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს მსხვერპლთან გასაუბრების ოქმს. ამ ოქმში მან უნდა მიუთითოს მსჯავრდებულისადმი მსხვერპლის დამოკიდებულება, მსხვერპლისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულება სასჯელის მოხდის პერიოდში და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად.შესახებ. საქართველოს 201 4 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3557 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №955 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5024 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2023
  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2022
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 25 მაი. 2017
  4. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 1 ოქტ. 2019
  5. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 20 ივნ. 2017
  6. 1 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 18 მაი. 2015
წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 17²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცვის ორდერები10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მსხვერპლის მხარდაჭერა და წარმომადგენლობა10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოჯახში ძალადობის დაცვა10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოჯახური ძალადობა და დაცვა (მუხლი 126¹) - ადვოკატი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-04-02 · №25

1
ციტირებულია მუხლი
6
ცვლილება
ბოლო 2023-12-26
4
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11პენიტენციური კოდექ… 125პენიტენციური კოდექ… 34

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 17მსხვერპლის უფლებები და მისი დაცვის გარანტიები, მხარდაჭერის მომსახურებების ხელმისაწვდომობა
  • 7ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება
  • 9​​ 1 . ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი
  • 21¹⁵დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები
  • 21¹⁴შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 6¹ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის დადგენა

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 7მონიტორინგი

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 14ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 13ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 6ბავშვთა დაცვა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 70ინფორმაცია და კონსულტაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³21¹⁵21¹⁴136¹1411177967071253417¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსქალთა მიმართ ძალადობის…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…იურიდიული დახმარების შ…სქესობრივი თავისუფლები…ადამიანით ვაჭრობის (ტრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 2 აპრ. 2025