სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №77 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა; ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა, პროფესიული, სპეციალური პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმისა, ბიბლიოთეკისა, სკოლა-პანსიონისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; დ) კომპენსაცია – პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ე) კომპენსაციის მიმღები პირი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს კომპენსაცია; ვ) მეცნიერი – ფიზიკური პირი, რომელიც დასაქმებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე; ზ) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; თ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო; ი) კომპენსაციის პროპორციული განაწილება – ამ კანონით დადგენილი კომპენსაციის ოდენობის პროპორციულად განაწილება მისი მიღების უფლებამოსილების მქონე პირებზე; კ) სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია – მეცნიერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ლ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; მ) შრომისუუნარო – პირი, რომელსაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ან არის 65 წლის ან მეტი ასაკის. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის კანონი №1491 - ვებგვერდი, 11.11.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2484 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4372 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5375 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №137 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №502 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2454 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3120 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3518 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა; ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა, პროფესიული, სპეციალური პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმისა, ბიბლიოთეკისა, სკოლა-პანსიონისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; დ) კომპენსაცია – პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ე) კომპენსაციის მიმღები პირი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს კომპენსაცია; ვ) მეცნიერი – ფიზიკური პირი, რომელიც დასაქმებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე; ზ) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; თ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო; ი) კომპენსაციის პროპორციული განაწილება – ამ კანონით დადგენილი კომპენსაციის ოდენობის პროპორციულად განაწილება მისი მიღების უფლებამოსილების მქონე პირებზე; კ) სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია – მეცნიერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ლ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; მ) შრომისუუნარო – პირი, რომელსაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ან არის 65 წლის ან მეტი ასაკის. საქართველოს 2012 წლის  24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის  1 ნოემბრის კანონი №1491 - ვებგვერდი, 11.11.2013წ. საქართველოს 2014  წლის  29  მაისის კანონი №2484 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის კანონი  №4372  - ვებგვერდი, 11.11.2015წ. 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  №5375  - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №137  - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23  მარტის  კანონი  №502  - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის  6  ივნისის  კანონი №2454  –  ვებგვერდი, 12.06.2018წ. 12.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3120  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3518 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №70 · ძალაშია 1 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2727236422132 (და…224
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო პენსიის შეს…საჯარო დაწესებულებაში …სიტყვისა და გამოხატვის…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს ზოგადი ადმ…სახელმწიფო კომპენსაციი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №77 · ბოლოს შემოწმდა