Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებმუხლი 1

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:საგადასახადო შეღავათიცილისწამება და რეპუტაციარისკების მართვაგამომცემლობასაარჩევნო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა : ა) განცხადება – ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო; ბ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; გ) გამოხატვის საგანი – თემა ან საკითხი, რომლის შესახებაც მიმდინარეობს მსჯელობა და ამა თუ იმ თვალსაზრისის გამოხატვა; დ) მოწოდება – განცხადება, რომლის ავტორიც მიზნად ისახავს ან აშკარად უშვებს გარკვეული ქმედების გამოწვევას; ე) ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება; ვ) უხამსობა – განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს; ზ) საზოგადოებრივი ყურადღება – საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან; თ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო, დაწესებულება ან პირი, გარდა საზოგადოებ რივი მაუწყებლობისა; ი) საჯარო პირი – „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება; კ) კერძო პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო; ლ) სახელმწიფო საიდუმლოება – ინფორმაცია, რომელიც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ დაცვას; მ) კომერციული საიდუმლოება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27 2 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას; ნ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6328); ო) პროფესიული საიდუმლოება – აღსარების საიდუმლოება, პარლამენტის წევრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის, ექიმის, ჟურნალისტის, უფლებადამცველის, დამცველის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას. ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ არის პროფესიული საიდუმლოება; პ) ნათელი და განჭვრეტადი კანონი – ჯეროვანი სიზუსტით ფორმულირებული ნორმა, რომელიც არ შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან დებულებებს და პირს აძლევს საშუალებას, დაარეგულიროს საკუთარი ქმედება, აგრეთვე წინასწარ, ცხადად განსაზღვროს მისი სამართლებრივი შედეგები; ჟ) ვიწროდ მიზანმიმართული კანონი – ნორმა, რომელიც აწესებს შეზღუდვის პირდაპირ მოთხოვნას, კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ამომწურავ ჩამონათვალს და შეიცავს ამ ნორმის არამიზნობრივად გამოყენების საწინააღმდეგო გარანტიებს; რ) ლეგიტიმური მიზანი – საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული სიკეთეები; ს) არადისკრიმინაციულობა – გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების აკრძალვა და თანაბარი მოპყრობის ვალდებულება; ტ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის კრიტიკულად აუცილებელი შეზღუდვა – ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე შეზღუდვა, რომელიც ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის შეუცვლელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის სიკეთის დაცვას და რომელიც შეიძლება გახორციელდეს მხოლოდ მაშინ, როცა ამოიწურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველა სხვა გონივრული და ქმედითი შესაძლებლობა; უ) შეზღუდვის პროპორციულობა – ლეგიტიმური მიზნისა და კრიტიკული აუცილებლობის შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა სხვაგვარად შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და კრიტიკული აუცილებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება; ფ) აბსოლუტური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება; ქ) კვალიფიციური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლება. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით პირმა ბრალეული ქმედების ჩადენისათვის შეიძლება დაკარგოს პრივილეგია, თუ ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად; ღ) მედია – მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4000 - ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4379 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №154 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2220 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა : ა) განცხადება – ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო; ბ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; გ) გამოხატვის საგანი – თემა ან საკითხი, რომლის შესახებაც მიმდინარეობს მსჯელობა და ამა თუ იმ თვალსაზრისის გამოხატვა; დ) მოწოდება – განცხადება, რომლის ავტორიც მიზნად ისახავს ან აშკარად უშვებს გარკვეული ქმედების გამოწვევას; ე) ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისიპირის სახელის გამტეხი განცხადება; ვ) უხამსობა – განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს; ზ) საზოგადოებრივი ყურადღება – საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან; თ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო, დაწესებულება ან პირი, გარდა საზოგადოებ რივი მაუწყებლობისა; ი) საჯარო პირი – „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება; კ) კერძო პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო; ლ) სახელმწიფო საიდუმლოება – ინფორმაცია, რომელიც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ დაცვას; მ) კომერციული საიდუმლოება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27 2 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას; ნ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6328) ;№6328); ო) პროფესიული საიდუმლოება – აღსარების საიდუმლოება, პარლამენტის წევრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის, ექიმის, ჟურნალისტის, უფლებადამცველის, დამცველის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას. ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ არის პროფესიული საიდუმლოება; პ) ნათელი და განჭვრეტადი კანონი – ჯეროვანი სიზუსტით ფორმულირებული ნორმა, რომელიც არ შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან დებულებებს და პირს აძლევს საშუალებას, დაარეგულიროს საკუთარი ქმედება, აგრეთვე წინასწარ, ცხადად განსაზღვროს მისი სამართლებრივი შედეგები; ჟ) ვიწროდ მიზანმიმართული კანონი – ნორმა, რომელიც აწესებს შეზღუდვის პირდაპირ მოთხოვნას, კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ამომწურავ ჩამონათვალს და შეიცავს ამ ნორმის არამიზნობრივად გამოყენების საწინააღმდეგო გარანტიებს; რ) ლეგიტიმური მიზანი – საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული სიკეთეები; ს) არადისკრიმინაციულობა – გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების აკრძალვა და თანაბარი მოპყრობის ვალდებულება; ტ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის კრიტიკულად აუცილებელი შეზღუდვა – ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე შეზღუდვა, რომელიც ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის შეუცვლელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის სიკეთის დაცვას და რომელიც შეიძლება გახორციელდეს მხოლოდ მაშინ, როცა ამოიწურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველა სხვა გონივრული და ქმედითი შესაძლებლობა; უ) შეზღუდვის პროპორციულობა – ლეგიტიმური მიზნისა და კრიტიკული აუცილებლობის შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა სხვაგვარად შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და კრიტიკული აუცილებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება; ფ) აბსოლუტური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება; ქ) კვალიფიციური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლება. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით პირმა ბრალეული ქმედების ჩადენისათვის შეიძლება დაკარგოს პრივილეგია, თუ ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად; ღ) მედია – მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4000 - ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4379 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №154  - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2220 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.
რედაქციების შედარება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) განცხადება – ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო; ბ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; გ) გამოხატვის საგანი – თემა ან საკითხი, რომლის შესახებაც მიმდინარეობს მსჯელობა და ამა თუ იმ თვალსაზრისის გამოხატვა; დ) მოწოდება – განცხადება, რომლის ავტორიც მიზნად ისახავს ან აშკარად უშვებს გარკვეული ქმედების გამოწვევას; ე) ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება; ვ) უხამსობა – განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს; ზ) საზოგადოებრივი ყურადღება – საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან; თ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო, დაწესებულება ან პირი, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა; ი) საჯარო პირი – „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება; კ) კერძო პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო; ლ) სახელმწიფო საიდუმლოება – ინფორმაცია, რომელიც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ დაცვას; მ) კომერციული საიდუმლოება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27 2 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას; ნ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6328) ; ო) პროფესიული საიდუმლოება – აღსარების საიდუმლოება, პარლამენტის წევრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის, ექიმის, ჟურნალისტის, უფლებადამცველის, დამცველის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას. ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ არის პროფესიული საიდუმლოება; პ) ნათელი და განჭვრეტადი კანონი – ჯეროვანი სიზუსტით ფორმულირებული ნორმა, რომელიც არ შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან დებულებებს და პირს აძლევს საშუალებას, დაარეგულიროს საკუთარი ქმედება, აგრეთვე წინასწარ, ცხადად განსაზღვროს მისი სამართლებრივი შედეგები; ჟ) ვიწროდ მიზანმიმართული კანონი – ნორმა, რომელიც აწესებს შეზღუდვის პირდაპირ მოთხოვნას, კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ამომწურავ ჩამონათვალს და შეიცავს ამ ნორმის არამიზნობრივად გამოყენების საწინააღმდეგო გარანტიებს; რ) ლეგიტიმური მიზანი – საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული სიკეთეები; ს) არადისკრიმინაციულობა – გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების აკრძალვა და თანაბარი მოპყრობის ვალდებულება; ტ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის კრიტიკულად აუცილებელი შეზღუდვა – ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე შეზღუდვა, რომელიც ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის შეუცვლელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის სიკეთის დაცვას და რომელიც შეიძლება გახორციელდეს მხოლოდ მაშინ, როცა ამოიწურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველა სხვა გონივრული და ქმედითი შესაძლებლობა; უ) შეზღუდვის პროპორციულობა – ლეგიტიმური მიზნისა და კრიტიკული აუცილებლობის შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა სხვაგვარად შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და კრიტიკული აუცილებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება; ფ) აბსოლუტური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება; ქ) კვალიფიციური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლება. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით პირმა ბრალეული ქმედების ჩადენისათვის შეიძლება დაკარგოს პრივილეგია, თუ ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად; ღ) მედია – მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4000 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა (მუხლი 154)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეპუტაციული რისკის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიზნესის ცილისწამება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ონლაინ მიმოხილვებში ცილისწამება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
5
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 2საქართველოს ზოგადი… 27²მუხლი 2კორუფციის წინააღმდ… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 27ტერმინთა განმარტება
  • 2ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო პენსიის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 20¹—

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

მაუწყებლობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
227²274422220¹1¹223341
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…სიტყვისა და გამოხატვის…კორუფციის წინააღმდეგ ბ…სახელმწიფო პენსიის შეს…საერთო სასამართლოების …სახელმწიფო კომპენსაციი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025