სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა და მასში ცვლილება არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) უძრავი ნივთი განიკარგა, ხოლო ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაიდო არაუფლებამოსილი პირის ან პირების გარიგების ან არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე; დ) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების გაუქმების ცნობის ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას; ვ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155 საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.427
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ
მუხლი 25. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმა
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გადაწყვეტილების, მოწმობისა და სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა
დავა შეეხებოდა მიწის ნაკვეთზე მესამე პირის საკუთრების უფლების აღიარების, საკუთრების მოწმობისა და სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არსებითი გარემოებები სრულყოფილად არ გამოიკვლია და დაინტერესებული პირები საქმის განხილვაში არ ჩართო. წინააღმდეგობრივი მტკიცებულებების გამო დაუდგენელი დარჩა მიწის ნაკვეთების გადაფარვა და სადავო მიწის სამართლებრივი სტატუსი. სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა აქტები და კომისიას ხელახალი გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა.
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია
დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებასა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა სადავო ჩანაწერი საქმისათვის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე განახორციელა. სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ჩანაწერი და ორგანოს გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა. დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის დავალდებულების მოთხოვნა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილობა და ტექნიკური ხარვეზის შესწორებით სერვიტუტის ასახვა
მოსარჩელეები ითხოვდნენ საჯარო რეესტრის ორგანოების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და ტექნიკური ხარვეზის შესწორებით სერვიტუტის ამონაწერში ასახვას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ტექნიკური ხარვეზის შესწორების მოთხოვნის ფარგლებში დავა უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, არსებობს თუ არა ასეთი ხარვეზი; სერვიტუტის სამოქალაქო სამართლის საფუძველზე დადგენა კი ცალკე სამოქალაქო სარჩელის საკითხია. პალატამ ასევე მიუთითა შემძენის კეთილსინდისიერებისა და საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ ნდობის შეფასების აუცილებლობაზე. სასამართლომ გააუქმა სარჩელის დამაკმაყოფილებელი სააპელაციო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
- დაუშვებლობა (T5)
რა საფუძვლებით ამოწმებს უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობას?
დავა შეეხებოდა საკუთრების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობას საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და მოწმობა შუშაბანდის გადაცემის ნაწილში ბათილად ცნო. უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიიჩნია, რომ სსსკ 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და დარჩა განუხილველად; დავა საკასაციო სასამართლოს არსებითად არ გადაუწყვეტია.
- კერძო საჩივარი (T4)
შეიძლება თუ არა მხარის მიერ ხელმოწერილი მორიგების გაუქმება მხოლოდ იმის მითითებით, რომ მისთვის შეთანხმებული პირობები არახელსაყრელია?
დავა შეეხებოდა მიწისა და შენობა-ნაგებობის რეგისტრაციას, საკუთრების უფლებასა და მიწით სარგებლობისათვის თანხის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მორიგება დაამტკიცა და საქმის წარმოება შეწყვიტა, რაც გ. ჯ-ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მორიგების პირობები მხარეებმა თავად განსაზღვრეს და გ. ჯ-ძემ მათზე ნება ხელმოწერით გამოავლინა; პირობების სავარაუდო შეუსრულებლობა კი მორიგების გაუქმების საფუძველი არ იყო. სსსკ 419–420-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მორიგების დამტკიცების განჩინება უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 27 დეკ. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 22 მაი. 2007 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
25-ე მუხლი ადრინდელი შეწყვეტის საფუძვლების ნაცვლად ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას შვიდი საფუძვლით.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

