Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 239

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 239. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:უზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებასაცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასებაიპოთეკა და დაფინანსებაუძრავი ქონების გარიგებებიქონების რეგისტრაციაფიზიკური ინვენტარიზაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹789

1.საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

2.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/ვალდებულ პირს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

4.საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად უქმდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ წარმოშობილი ყველა სანივთო უფლება, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე რეგისტრირებული სხვა გირავნობის/იპოთეკის უფლებები ძალაში რჩება.

5.თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

6.თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ − საგადასახადო დავალიანების მოთხოვნა. ამ ქონების ახალ მფლობელზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით საგადასახადო დავალიანება სრულად არ იფარება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით იყო დატვირთული.

6¹.თუ პირის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტი საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ − საგადასახადო დავალიანების მოთხოვნა. ამ ქონების ახალ მფლობელზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით საგადასახადო დავალიანება სრულად არ იფარება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით იყო დატვირთული.

7.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოთხოვნის უპირატესობა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოების დასრულების შემდეგ განისაზღვრება იმავე  წესით, რომელიც  არსებობდა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყებამდე.

8.(ამოღებულია – 28.12.2012, №189).

9.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უქმდება: ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში; ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში; დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში; დ 1 ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40 1 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება; ვ) (ამოღებულია – 28.12.2012, №189); ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5169 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5978 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169  – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3940 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4056 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №219 · ძალაშია 2 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 2 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 14 მარ. 2024
  2. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  3. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  4. 1 აპრ. 2021· გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
  5. 9 იან. 2018
  6. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    239-ე მუხლიდან ამოღებულია გირავნობის/იპოთეკის ხანდაზმულობის ვადა (მე-8 ნაწილი) და მისი გასვლით უფლების გაუქმების საფუძველი (მე-9 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი).

  7. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012

    239-ე მუხლში ოქმების შემდგენი ორგანო კონტროლის პალატიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე გადავიდა 153-ე–178-ე და 159 5 –159 9 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

  8. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 19 ივნ. 2012

    239-ე მუხლში 16 პუნქტი გახდა 16¹, ამოღებულია 38-ე პუნქტი 44², 44⁵, 44⁷–44¹⁰ მუხლების ოქმებზე, ხოლო 99-ე მუხლთან ერთად 165¹⁰ მუხლის ოქმებსაც შემოსავლების სამსახური ადგენს.

  9. 17 მაი. 2012

    239-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალს დაემატა დ¹ ქვეპუნქტი, რომელიც მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 40¹ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

  10. 19 აპრ. 2012

    239-ე მუხლის მე-6 ნაწილში ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები მრავლობით რიცხვშია და ამოღებულია საგადასახადო მოთხოვნის პირველობის საპირისპირო წესი.

  11. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    239-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში გირავნობის/იპოთეკის გაუქმების საფუძველია დატვირთული ქონების რეალიზაცია საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით.

  12. 11 ნოე. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 238შემდეგი მუხლი 240

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მემკვიდრეობის საგადასახადო დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიზნესის მიგრაციის მხარდაჭერა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა IT სპეციალისტებისთვის4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობის ნებართვა სტარტაპერებისთვის2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 12 ცვლილება · ბოლო 14 მარ. 2024
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 20 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სააღსრულებო წარმოე… 40¹მუხლი 242მუხლი 265

მიუთითებენ მასზე

მუხლი 238მუხლი 241

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 238საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი
  • 16მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 29²საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი
  • 29³რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რიგითობა
  • 3უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების სახეები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 6ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი
  • 3უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრები
  • 7ყადაღის რეგისტრაციის და რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რიგითობა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 82³პირველი, მეორე და მესამე რიგის მოთხოვნები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 289⁶იპოთეკის მოწმობის დაგირავება
  • 258რეგისტრირებული გირავნობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40¹82³2029²29³3289⁶258238242265241637239
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…სააღსრულებო წარმოებათა…საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026