მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 40 (დანართი 1). საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების შესახებ შეტყობინების ჩაბარება და რეგისტრაცია

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო ორგანო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენების შესახებ გამოსცემს შეტყობინებას.

2.შეტყობინება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/ვალდებულ პირს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. შეტყობინება ასევე იგზავნება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შემთხვევაშიც.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს: ა) გამოცემის თარიღი და ნომერი; ბ) საგადასახადო ორგანოს დასახელება; გ) პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, იურიდიული მისამართი; დ) გამოცემის საფუძველი; ე) მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე; ვ) გასაჩივრების წესი და ვადა.

4.გადასახადის გადამხდელის მიერ შეტყობინების მიღებაზე უარის შემთხვევაში, წარმდგენი პირი მასზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება.

5.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების საფუძვლების არსებობისას, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე დაუყოვნებლივ გამოსცემს შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შესახებ და უგზავნის მას შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, მაგრამ თუ აღნიშნული შეტყობინების გამოცემა შეუძლებელია დაუყოვნებლივ, შეტყობინების გამოცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილ ვადას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №615 - ვებგვერდი, 20.12.2011 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
202325827523940¹ (…39 (დ…65³ (…12676940 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საჯარო რეესტრის შესახე…მიმდინარე კონტროლის პრ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა