უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

მუხლი 25. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმა

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2008 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგის­ტრი­რებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგის­ტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასა­ხადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთ­რების უფლების მიტოვების წარმოშობა და მასში ცვლილება არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიც­ხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდ­გენილი უფლების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) უძრავი ნივთი განიკარგა, ხოლო ყადაღა ან საგადა­სახადო გირავნობა/იპოთეკა დაიდო არაუფლება­მოსილი პირის ან პირების გარიგების ან არაუფლება­მოსილი სუბიექტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე; დ) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგის­ტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების გაუქმების ცნობის ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალის­წინებს სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას; ვ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებული სხვა საფუძვლები. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155 საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.427

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 27 დეკ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 22 მაი. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
  2. 25-ე მუხლი ადრინდელი შეწყვეტის საფუძვლების ნაცვლად ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას შვიდი საფუძვლით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63¹2322211327217151623964666225
მითითებამნიშვნელობით ახლოსუძრავ ნივთებზე უფლებათ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…