2.დაუშვებელია დაზარალებულის დაკავების ადგილას და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია მისი სხვათაგან განცალკევებით მოთავსება.
3.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს მისი თანხმობით უწევს უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, აგრეთვე უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) შეიმუშავებს და ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მოკლე და გრძელვადიან პროგრამებს.
4.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა თანხმობით უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებულ პროფესიული სწავლებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მათ მონაწილეობას.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების ყველა დაწესებულებამ (თავშესაფარმა) უნდა გაითვალისწინოს მსხვერპლთა ასაკი, სქესი და სპეციალური მოთხოვნები, განსაკუთრებით, ბავშვების სპეციალური მოთხოვნები, შესაბამისი საცხოვრებლით, განათლებითა და მზრუნველობით უზრუნველყოფის თაობაზე.
6.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ ბავშვთა მიმართ გამოიყენება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 29 ნოემბრის „ბავშვთა უფლებათა“ კონვენციით და „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის უფლებათა დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ მიღებული სახელმძღვანელო მითითებები.
7.თუ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის ასაკი არ არის დადგენილი და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი არასრულწლოვანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნად ჩაითვლება და მისი ასაკის დადგენამდე მის მიმართ განხორციელდება სპეციალური დაცვის ღონისძიებები.
8.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა პირადი უსაფრთხოების დაცვა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ღონისძიებები ხორციელდება მათი თანხმობითა და მათი პერსონალური მონაცემების სრული გასაიდუმლოებით.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2712-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.77
საქართველოს 2015 წლის 1
მაისის
კანონი
№3539
- ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს
2018
წლის
5
ივლისის
კანონი
№3103 -
ვებგვერდი
, 11.07.2018
წ
.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №365 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3851 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თანხმობით უზრუნველყოფს მის მოთავსებას ღირსეული არსებობისათვის შესაფერის, უსაფრთხო საცხოვრებელში – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში).2. დაუშვებელია დაზარალებულის დაკავების ადგილას და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია მისი სხვათაგან განცალკევებით მოთავსება.3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს მისი თანხმობით უწევს უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, აგრეთვე უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) შეიმუშავებს და ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მოკლე და გრძელვადიან პროგრამებს.4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა თანხმობით უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებულ პროფესიული სწავლებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მათ მონაწილეობას.5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების ყველა დაწესებულებამ (თავშესაფარმა) უნდა გაითვალისწინოს მსხვერპლთა ასაკი, სქესი და სპეციალური მოთხოვნები, განსაკუთრებით, ბავშვების სპეციალური მოთხოვნები, შესაბამისი საცხოვრებლით, განათლებითა და მზრუნველობით უზრუნველყოფის თაობაზე.6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ ბავშვთა მიმართ გამოიყენება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 29 ნოემბრის „ბავშვთა უფლებათა“ კონვენციით და „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის უფლებათა დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ მიღებული სახელმძღვანელო მითითებები.7. თუ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის ასაკი არ არის დადგენილი და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი არასრულწლოვანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნად ჩაითვლება და მისი ასაკის დადგენამდე მის მიმართ განხორციელდება სპეციალური დაცვის ღონისძიებები.8. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა პირადი უსაფრთხოების დაცვა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ღონისძიებები ხორციელდება მათი თანხმობითა და მათი პერსონალური მონაცემების სრული გასაიდუმლოებით.საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2712-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.77საქართველოს 2015 წლის 1მაისისკანონი№3539- ვებგვერდი, 18.05.2015წ.საქართველოს2018წლის5ივლისისკანონი№3103 -ვებგვერდი, 11.07.2018წ.საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №365 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3851 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №18 · ძალაშია 1 იან. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
· გამოქვეყნდა 18 მაი. 2015
· გამოქვეყნდა 24 მარ. 2010
18-ე მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, რომელიც კრძალავს დაზარალებულის მოთავსებას დაკავების ადგილებსა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა და სხვათაგან განცალკევებით მოთავსების შესაძლებლობისა.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.