1.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არის იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამ დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის, დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და მათთვის სასჯელის შეფარდების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რომლებიც აუცილებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვისა და დახმარებისათვის.
2.სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყოფენ ამ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას, დანაშაულში ბრალდებული პირების დადგენას, დაკავებას და მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.
3.სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვას, შეიმუშავებენ სავალდებულო სახელმძღვანელო მითითებებს და თავიანთი თანამშრომლებისათვის უზრუნველყოფენ სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ჩატარებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების, მათდამი მოპყრობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეთა წარმოების თავისებურებებზე.
4.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განხორციელებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა პირადი უსაფრთხოების დაცვას, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან.
5.საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.
6.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს პროკურატურის და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედ ჯგუფს უფლება აქვს
,
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებებისაგან, უშუალოდ მიიღოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
7.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით ამოწმებს შრომის პირობებს და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4085
– ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს
2018
წლის
5
ივლისის
კანონი
№3103 -
ვებგვერდი
, 11.07.2018
წ
.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არის იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამ დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის, დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და მათთვის სასჯელის შეფარდების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რომლებიც აუცილებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვისა და დახმარებისათვის.2. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყოფენ ამ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას, დანაშაულში ბრალდებული პირების დადგენას, დაკავებას და მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.3. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვას, შეიმუშავებენ სავალდებულო სახელმძღვანელო მითითებებს და თავიანთი თანამშრომლებისათვის უზრუნველყოფენ სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ჩატარებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების, მათდამი მოპყრობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეთა წარმოების თავისებურებებზე.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განხორციელებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა პირადი უსაფრთხოების დაცვას, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან.5. საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს პროკურატურის და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედ ჯგუფს უფლება აქვს,შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოდაწესებულებებისაგან, უშუალოდ მიიღოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.7.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით ამოწმებს შრომის პირობებს და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4085– ვებგვერდი, 31.07.2015წ.საქართველოს2018წლის5ივლისისკანონი№3103 -ვებგვერდი, 11.07.2018წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №10 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 1 ოქტ. 2010ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მნიშვნელობით ახლოსადამიანით ვაჭრობის (ტრ…საქართველოს სისხლის სა…ქალთა მიმართ ძალადობის…ბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს სახელმწიფო…ტერორიზმთან ბრძოლის შე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა