Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებმუხლი 14

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 14. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2025
თემები:კრიპტო დავებიმსხვერპლის წარმომადგენლობა - ძალადობრივიოჯახში ძალადობამსხვერპლის წარმომადგენლობა - ეკონომიკურიადამიანის უფლებათა სამართალისპორტული ორგანიზაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.

2.სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს დაუყოვნებლივ განუმარტონ მისი უფლება, მიმართოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას (თავშესაფარს).

3.სამართალდამცავი ორგანოები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) ვალდებული არიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს მიაწოდონ სრული ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესახებ.

4.გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ვალდებულია დაზარალებულს მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლება-მოვალეობების და სამართლებრივი სტატუსის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია გამოძიების და სასამართლო პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

5.სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფო უზრუნველყოფს დაზარალებულს ადვოკატით, თარჯიმნით, აგრეთვე მისთვის სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და მასალების მიწოდებას მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე.

6.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფასო იურიდიული დახმარება და სასამართლო წარმომადგენლობა შეიძლება გაუწიოს ამ კანონის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებამ (თავშესაფარმა) ან სხვა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.დაზარალებულსა და მოწმეს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც მათ სამართლებრივ დაცვასა და დახმარებას უწევენ, უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვონ თავიანთი და თავიანთი ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა ვინაობა, მისამართები და სხვა პერსონალური ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9.დაზარალებულის, მოწმის ან მათი კანონიერი წარმომადგენლების თხოვნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა. 2. სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს დაუყოვნებლივ განუმარტონ მისი უფლება, მიმართოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას (თავშესაფარს). 3. სამართალდამცავი ორგანოები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) ვალდებული არიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს მიაწოდონ სრული ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესახებ. 4. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ვალდებულია დაზარალებულს მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლება-მოვალეობების და სამართლებრივი სტატუსის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია გამოძიების და სასამართლო პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. 5. სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფო უზრუნველყოფს დაზარალებულს ადვოკატით, თარჯიმნით, აგრეთვე მისთვის სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და მასალების მიწოდებას მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე. 6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფასო იურიდიული დახმარება და სასამართლო წარმომადგენლობა შეიძლება გაუწიოს ამ კანონის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებამ (თავშესაფარმა) ან სხვა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. დაზარალებულსა და მოწმეს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც მათ სამართლებრივ დაცვასა და დახმარებას უწევენ, უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვონ თავიანთი და თავიანთი ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა ვინაობა, მისამართები და სხვა პერსონალური ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 9. დაზარალებულის, მოწმის ან მათი კანონიერი წარმომადგენლების თხოვნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ოქტ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მსხვერპლის მხარდაჭერა და წარმომადგენლობა11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ადამიანით ვაჭრობა / ტრეფიკინგი (მუხლი 143¹) - ადვოკატი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გაუპატიურება (მუხლი 137) - ადვოკატი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა (მუხლი 143) - ადვოკატი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2 აპრ. 2025 · №19

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 21²ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სამართლებრივი დაცვა
  • 18ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარებისა და რეაბილიტაციის მექანიზმები
  • 20ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ უცხოელთა სტატუსი და მათი რეპატრიაცია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 143³ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა
  • 143¹ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 17¹მსხვერპლის ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
  • 17მსხვერპლის უფლებები და მისი დაცვის გარანტიები, მხარდაჭერის მომსახურებების ხელმისაწვდომობა
  • 19²მხარდაჭერის მომსახურება/პროგრამა

პენიტენციური კოდექსი

  • 94ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 58ტრეფიკინგისგან ბავშვის დაცვა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 66თავშესაფრის მაძიებლის უფლებები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 61საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
143³143¹21²182017¹1719²6158946614
მნიშვნელობით ახლოსადამიანით ვაჭრობის (ტრ…საქართველოს სისხლის სა…ქალთა მიმართ ძალადობის…პენიტენციური კოდექსიბავშვის უფლებათა კოდექ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 2 აპრ. 2025 · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026