Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 60

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 60. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ოჯახური და არასრულწლოვანთა დანაშაულებიპოლიტიკის შემუშავება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს ბავშვის ექსპლუატაციის, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ბავშვთა პროსტიტუციის, ბავშვთა პორნოგრაფიის, ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის საზიანო ძალადობის ყველა ფორმის ეფექტიანი პრევენციისთვის. # 2. სახელმწიფო იღებს ბავშვის ფიზიკური დასჯის, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრისთვის საჭირო ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას.

3.ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის: ა) საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აკრძალვის, მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვისა და სხვა კონკრეტული სამართლებრივი გარანტიების შექმნით; ბ) მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მხარდაჭერა აღზრდის პოზიტიური, არაძალადობრივი მეთოდებისა და უნარების განვითარებით, სოციალურ-ეკონომიკური დახმარების, კონსულტაციის გაწევით და ინფორმაციის მიწოდებით; გ) განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სპორტის, კულტურისა და მართლმსაჯულების სფეროებში ბავშვთან და ბავშვის საკითხებზე მომუშავე პირების სპეციალიზებული სწავლება და ინფორმირება, მათ შორის, ბავშვისთვის უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნისა და ძალადობის შემცველი სოციალური ნორმების შეცვლის მიზნით; დ) ბავშვის მიმართ ძალადობის რისკების, ბავშვთან არაძალადობრივი კომუნიკაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების საკითხებზე საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ინტერნეტსივრცეში; ე) სხვადასხვა ფორმის ძალადობის აღმოფხვრის მიზნით პოლიტიკის დოკუმენტების, პროგრამებისა და ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაში ბავშვის მონაწილეობის ხელშეწყობა; ვ) ბავშვის ექსპლუატაციისა და ძალადობის სხვა ფორმის პრევენციის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში კერძო სექტორის, მათ შორის, ტურიზმის, საბანკო და საფინანსო ორგანიზაციების, მონაწილეობის ხელშეწყობა; ზ) ბავშვის ექსპლუატაციისა და ძალადობის სხვა ფორმის ყველა ასპექტის გაშუქებასა და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაში მედიის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა ბავშვის პირადი ცხოვრების, კონფიდენციალურობის პრინციპისა და სხვა ეთიკური სტანდარტების დაცვით; თ) სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, მათ შორის, ფინანსური სახსრებით, ამ ორგანიზაციების მიერ ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით.

4.სახელმწიფო ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ბავშვის ძალადობის ხელშემწყობი ფაქტორების, მათ შორის, სხვადასხვა სახის სოციალური საფრთხის, სიღარიბის, ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის აღმოსაფხვრელად.

5.სახელმწიფო შეიმუშავებს და ახორციელებს ძალადობის პრევენციისკენ, მოძალადის ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლისა და ძალადობრივი ქცევის მიზეზის აღმოფხვრისკენ მიმართულ სამედიცინო და ფსიქოსოციალური თერაპიისა და კონსულტაციის პროგრამებს.

წინა მუხლი 59შემდეგი მუხლი 61

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა (მუხლი 126) - ადვოკატი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შევიწროების პრევენციის მექანიზმები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 56ყველა ფორმის სექსუალური ექსპლუატაციისგან ბავშვის დაცვა
  • 58ტრეფიკინგისგან ბავშვის დაცვა
  • 53ძალადობისგან ბავშვის დაცვა

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 34—
  • 19—
  • 3—

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 12ექსპლუატაციისგან, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვა
  • 7შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 6ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 6ბავშვთა დაცვა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 5ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები
  • 4საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
54634193656585312760
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…კონვენცია ბავშვის უფლე…შეზღუდული შესაძლებლობი…ქალთა მიმართ ძალადობის…ადრეული და სკოლამდელი …ადამიანით ვაჭრობის (ტრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025